საზოგადოება "პლუს საიზის" პუტკუნა მოდელი შიშველ კაცებთან ერთად ფოტოსესიას დათანხმდა 2018, 21 ნოემბერი, 18:03 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
სილამაზის აღქმა ყველა ეპოქაში განსხვავებული იყო. იყო რეტრო სტილი, გლამურული სტილი, დისკო სტილი, გამხდარი და რუჯიანი სხეულის სტილი და ლტოლვა ფუმფულა ქალბატონების მიმართ გამხდარმა გოგონებმა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩაანაცვლეს. ჩვენს ეპოქაში კი მრავალფეროვნებაა, რადგან სტილი ყველა პროფილით გაფართოვდა და ნებისმიერი პარამეტრების მქონე ქალს შეუძლია საკუთარი გემოვნება, სტილი, ინდივიდუალიზმი თუ სხეულის ფორმები გამოავლინოს. უკრაინული პროექტის "მოდელი XL"-ის გამარჯვებული მარია პავლუკი ფუმფულა პარამეტრების გამო პლუს საიზის ზომის ქალის ტანსაცმელების ხაზის A.TaN Plus-ის სახე გახდა. უკრაინელმა დიზაინერმა "ანდრე თან"-მა დაამატა, რომ არ არის აუცილებელი მოდელის პარამეტრები იმისათვის, რომ პოდიუმზე იდგე და კამერები გიღებდნენ. დღეს, არ არსებობს რეკლამა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც პროვოკაციის გარეშე ჩაივლის, ამიტომ ანდრე თანმა თავის ახალ ფოტოსესიაში თამამი ცვლილებები შეიტანა და ბიჭი მოდელების დახმარებით შექმნა მათი და მარია პავლუკის წარმოუდგენელი კომბინაცია. ფოტოსესიაში გამოკვეთილია ბუნებრივობა, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სხეულის იმ ფორმების, როგორიც დიეტების გარეშეა შესაძლებელი რომ იყოს. სარეკლამო კომპანიის ამ იდეას და ზოგადად ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ფოტოსესია საკმაოდ ვულგარული იყო, თუმცა სკანდალმა კიდევ უფრო დიდი დაინტერესება გამოიწვია a.TaN Plus-ის ახალი კოლექციის მიმართ. 477 11-ს მოსწონს
|