x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რატომ უშლიდა სელინ დიონს დედამისი რენესთან ურთიერთობას? ერთი სიყვარულის ისტორია და 13 ფაქტი ლეგენდის ცხოვრებიდან
90-იანი წლების პოპ-ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია "პოპის დედოფლად", უიტნი ჰიუსტონთან და მერაია ქერისთან ერთად.

ხშირად მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები მას აკრიტიკებდნენ ძალიან სენტიმენტალური სიმღერების გამო, თუმცა სწორედ ეს გახლდათ მისი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.


გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს სელინ დიონის ცხოვრებიდან:

1. დედა მისი და რენეს ურთიერთობის წინააღმდეგი იყო



image

სელინი თავის ქმარს, რენეს შეხვდა 12 წლის ასაკში, ხოლო პაემნები დაიწყეს მაშინ, როცა გოგონა ცხრამეტი წლის იყო, ხოლო რენე – მასზე 26 წლით დიდი და უკვე ორჯერ დაქორწინებული, სწორედ ამიტომ სელინის დედა ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა.


2. უნაყოფობის პრობლემა



image

წყვილმა გაარკვია, რომ სელენის ჰქონდა პრობლემა, რომელიც დაორსულებაში უშლიდა ხელს, მან ჩაიტარა ორი ოპერაცია იმისათვის, რომ დაორსულებულიყო და წლების შემდეგ მათ ვაჟი შეეძინათ.


3. ახლოს სიკვდილთან


image

როცა 5 წლის იყო, კომაში ჩავარდა ავარიის გამო და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.


4. "My Heart Will Go On" - ეს სიმღერა არ ყოფილა მისი ფავორიტი


image

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ჰიტი გახდა, მას თავდაპირველად არ მოსწონდა ეს სიმღერა და ფილმისთვის ახალი სიმღერაც კი ჩაწერა ამის გამო.



5. "მოღალატე"


image

ფრანგი კანადელები მას აკრიტიკებდნენ "პრინცესა და ურჩხულის" სიმღერის გამო, რადგან მან იგი ინგლისურად შეასრულა. მიუხედავად ამისა, ეს სიმღერა გახდა ჰიტი და ამისთვის სელინმა გრემის პრიზიც კი მოიპოვა.


6. დოქტორის ხარისხი

imageსელენს არ დაუმთავრებია კოლეჯი, მაგრამ 2008 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი ლეველის უნივერსიტეტში, კვებეკში, მან განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისი მეუღლის დამსახურება იყო და რომ რენეს უდიდესი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებასა და კარიერაზე. ის ასევე დაჯილდოვდა კვებეკის ნაციონალური ჯილდოთი.





7. პირველი აუდიტორია

image

როდესაც პირველად უნდა გამოსულიყო მცირე აუდიტორიის წინაშე, რენემ მას მისცა მიკროფონი და უთხრა, იმღერე ისე, თითქოს უდიდესი აუდიტორიის წინაშე მღერი.



8. ცრემლებით სავსე აუდიტორია

image

წლების შემდეგ სელინი იხსენებდა: " როდესაც ვმღეროდი, რენე ტიროდა და მე მივხვდი, რომ ჩემი გამოსვლა წარმატებული იყო ".


9. დიდი სიყვარული


image

ალბომი "Colour of My Love" მან რენეს მიუძღვნა. ისინი არ მალავდნენ სიყვარულს. სელინი ამაზე ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ამბობდა: " 17-18 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ შეიცვალა". ამის შემდეგ ისინი აღარ იყვნენ ერთმანეთისთვის მხოლოდ მომღერალ-მენეჯერი.


10. წუხილი საზოგადოებრივი აზრის შესახებ.

image

სელინი 19 წლის იყო, როცა რენესთან ურთიერთობა დაიყწო, ამ დროს რენე 45 წლის გახლდათ, ამიტომ საზოგადოება ამას ცუდი განწყობით შეხვდა. თავიდან წყვილი ცდილობდა დაემალა ურთიერთობა, თუმცა იმის გაანალიზებისას, რომ ისინი სამუდამოდ იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულები, 5 წლის შემდეგ აღარც მალავდნენ ურთიერთობას. მათ გაამართლეს გამოთქმა " სიყვარულმა ასაკი არ იცის..."

მათ ძვირად ღირებული ქორწილი გადაიხადეს და ფლორიდაში შეიძინეს სახლი.

image

image


11. შოკის მომგვრელი ამბავი

image

"ტიტანიკის" საოცარი წარმატების შემდეგ სელინმა დაიწყო მსოფლიო ტურები – "ვილაპარკოთ სიყვარულის შესახებ", კონცერტზე გასვლის წინ მან შეიტყო, რომ რენეს კიბო ჰქონდა, მაგრამ მაინც გამოვიდა სცენაზე და როგორც კრიტიკოსები წერენ, ყველაზე დიდი გრძნობით იმღერა.


12. რენეს გარდაცვალება

image

რენე 2016 წელს გარდაიცვალა, ორი დღით ადრე, სანამ მას 74 წელი შეუსრულდებოდა. სელინისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, ამავე კვირაში მას ძმაც გარდაეცვალა.


13. სელეინის წითელი ხალიჩა

image

იგი მსოფლიოს ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ორ ვარკვლავი აქვს: კანადური და ამერიკული და მსოფლიოს გულთამპყრობელია თავისი სიმღერებით.

0
2803
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0