სხვა როგორ ეპყრობოდა ბავშვებს საბჭოთა რესპუბლიკა: დალუქული ინფორმაციის მცირე ნაწილი 2018, 21 ნოემბერი, 11:25 არაა გასაკვირი, რომ ისტორიები ბავშვების შესახებ, რომლებსაც საბჭოთა რეპრესიებმა ცხოვრება დაუნგრია, დღესაც იწვევს სიბრაზესა და სიძულვილს.
როგორ და რატომ ურევდა ერთმანეთში სტალინი აღზრდასა და კეთილდღეობას, სისასტიკესა და სისხლის ღვრაში. არქივის ჩანაწერები, რომლებიც დღესაც დალუქულია, ინახავს ფაქტებს, რომლებიც მოწმობს, რომ კანონი არ ინდობდა ბავშვებსაც... გაზრდილი ბავშვთა დანაშაული და ობოლი ბავშვები სსრკ-ში იმდენად დიდ პრობლემად მიაჩნდათ, რომ დაიწყეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, მსუბუქ დანაშაულებზეც კი.
დარია დურნევა: პრობლემა ბავშვთა დანაშაულის ზრდის, წარმოშვა რამდენიმე ფაქტორმა: გაიზარდა ობოლი ბავშვების რაოდენობა, იმატა მოშიმშილე ბავშვების რიცხვმმა და ა.შ. 1922 წელს, როცა დაიწყო სამოქალაქო ომი, რუსეთის ტერიტორიაზე 7 მილიონზე მეტი მიუსაფარი ბავშვი აღირიცხებოდა. გასაგებია, რომ მათთვის რაიმე უნდა მოეხერხებინათ. 1918 წელს შეიქმნა "ბავშვთა გადარჩენის ლიგა", მაგრამ მალე მათი საქმიანობა შეზღუდეს ჩეკისტებმა და თავად ჩაუდგნენ ამ საქმეს სათავეში. როგორ აგვარებდნენ ამ პრობლემას? შეიქმნა კოდექსი 1922 წელს, რომლის მიხედვითაც გადაიხედებოდა არასრულწლოვანთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმის გამოყენების საკითხი, რაც არასრულწლოვნის 16 წლიდან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. შემდგომ მოხდა თითქოსდა ჩასწორება და კანონი 18 წლამდე პირის სიკვდილის დასჯას ითვალისწინებდა. 16 დან 18 წლამდე პირებისთვის სასჯელი მსუქი იყო, ხოლო 14 წლის მოზარდისთვის სასჯელის მაგივრად იყო მედიკამენტური მკურნალობა, ყოველგვარი ტანჯვის და წამების გარეშე. მაგრამ იყო კი ასე? 1920-იან წლებში საბჭოური პოლიტიკა შეიცვალა. მიუსაფარი ბავშვები სახელმწიფოსთვის უდანაშაულო მსხვერპლი არ ყოფილა. ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში მათზე "ნადირობდნენ", დევნიდნენ დედაქალაქის გარეთ. მათ იჭერდნენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავდათ. ამ სახლებში ცხოვრება მათთვის სასტიკ მოპყრობას და მძიმე სამუშაოების კეთებას ნიშნავდა. 1926 წლიდან შეიცვალა კანონი და დანაშაულისთვის (ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა) უკვე ისჯებოდა მოზარდი 14 წლიდან. დახვრეტა? 1935 წლამდე დახვრეტა არ ფიქსირდება არქივის მონაცემებით. მაგრამ 1935 წლის 7 აპრილიდან, ასაკმა, რომლიდანაც შეიძლებოდა უმკაცრესი სასჯელის მიცემა, დაიწია 12 წლამდე. სასჯელის ფორმა შეიძლებოდა ყოფილიყო დახვრეტაც. აღმოჩენილი მასალებიდან ირკვევა, რომ სულ დახვრიტეს 69 არასრულწლოვანი.ყველაზე პატარა მათგან 13 წლის იყო. ეს იყო მიხეილ შამონინი, რომელიც დაიჭირეს ორი ცალი პურის მოპარვისთვის. თუმცა არქივის მონაცემებში ეს ინფორმაცია არ დასტურდება. მთავარი კი ისაა, რომ რეალურად, დახვრეტის მიზეზი დღესაც გაურკვეველია. მხოლოდ რამდენიმე ფაქტია ცნობილი: ის იყო ობოლი, არ ჰყავდა ნათესავები, ცხოვრობდა ქუჩაში. როგორც ჩანს, სტალინის პერიოდში ეს იყო სასიკვდილო დანაშაული. ძნელადაღსაზრდელთა სახლები... ეს იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. ბავშვებს აიძულებდნენ, გამოემუშავებინათ საცხოვრისისა და კვებისთვის, ქარხნებში მძიმე სამუშაოს შესრულებით. ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი საბჭოთა პერიოდში ძალიან დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დღესაც ძნელი მოსაპოვებელია. 839 6-ს მოსწონს 1-ს არა
|