x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქართველი ქალები, რომლებიც ერთი ქმრით ვერ დაკმაყოფილდნენ
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.


image



ვიცით, რომ უცხოელი თუ ქართველი ცნობილები, მუდამ ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში ხვდებიან. მართალია, არიან ცნობილები, რომლებიც დღემდე პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.



დღევანდელ სტატიაში მინდა ქართველი, ცნობილი ქალბატონები წარმოგიდგინოთ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე ვერ დასჯერდნენ ერთ მამაკაცს და მრავალჯერ გათხოვდნენ. გთავაზობთ ქართველი "სექს-ბომბების" ცხელ მარათონს:




1. ია ფარულავა.

image


არ შემეძლო ჩამონათვალი იას გარეშე დამეწყო, რომელიც განურჩევლად ყველა დროში ინარჩუნებს სექსუალურის სტატუსს და მის სილამაზეზე საზღვრებს გარეთაც ლეგენდები დადის. ია დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს ქალაქ თბილისში, მხატვრის ოჯახში. კარგად მოგეხსენებათ, რომ არის მსახიობი, რომელმაც აღნიშნული კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო და მისი პირველი როლი შედგა 1981 წელს თენგიზ მაღალაშვილის ფილმში "ძნელი დასაწყისი", სადაც ის ობოლ გოგონას- თიკოს განასახიერებს. ფილმი უდედმამო ბავშვთა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისა და მათი აღმზრდელების რთულ ურთიერთობას ეხება. მას შემდეგაც იამ მრავალ ფილმში ითამაშა, რომელთაც საყოველთაო აღიარება მოუტანეს, თუმცა მსახიობი არ დასჯერდა მხოლოდ საქართველოს და ბედი ა.შ.შ-შიც მოსინჯა.




ია, პატარა ასაკში გათხოვდა ქართველ მამაკაცზე, რომელიც როგორც ამბობდნენ, ხშირად ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა მას, ამიტომ, ის, უიღბლო ქორწინება, განქორწინებით დასრულდა და მას შემდეგ გადავიდა ია ა.შ.შ-ში საცხოვრებლად. მართალია კარიერის თვალსაზრისით ფესვები ჰოლივუდში ვერ გაიდგა, თუმცა, ჰქონდა იქაც რამდენიმე კინოროლი, გადაიღეს სარეკლამო რგოლსა და მუსიკალურ კლიპში. გაიცნო ისეთი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან "რობერტ დე ნირო" და "ჯონი დეპი". იქაც გათხოვდა ია მილიონერ უცხოელზე, თუმცა საქართველოში დაბრუნების სურვილით, მასაც დაშორდა.


image


ამის შემდეგ იამ ცხოვრება ფადი ასლის დაუკავშირა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფადი და ია სკანდალურად დაშორდნენ და მის შემდეგ იას ცხოვრებაში პარლამენტარი ოთარ სირაძე გამოჩნდა. ია და ოთოც მალე დაშორდნენ.


ყველამ ვიცით, რომ ია მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში და კარგად გახსოვთ ალბათ მისი გადაცემა პირველ არხზე- "ჩემი მშვენიერი ლედი". ბოლო უკანასკნელ წლებში კი ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს "ნიჭიერის" ყველაზე თამამი ჟიური იყო. ერთ-ერთი პროექტის დროს, შოუს მსვლელობისას პირდაპირ სცენაზე მას ხელი სთხოვა გიტარისტმა- ტარიელ სუარმა, რომელსაც იგი ცოლობაზე დათანხმდა.


image



იას და ტარიელის ცხოვრების ყველა დეტალი მაშინვე ხდებოდა საზოგადოებისთვის ყვითელი პრესისგან ცნობილი. მათი რამდენიმე სკანდალური დაშორება ალბათ დღესაც გახსოვთ, რომელთაგან ერთ-ერთის მიზეზი სტილისტი ვინმე მიშა გასიტაშვილი იყო. აგორებული ჭორი თუ უბრალოდ ცოტათი გაბუქებული რეალობა, თუმცა მაინც აქტუალური თემა და მათი ცხოვრების განხილვის საკითხები. წყვილი კი დღესაც ერთადაა და ვფიქრობ ცხოვრობს პრესისგან იზოლირებული.






2. შორენა ბეგაშვილი.


image


ყველაზე რეიტინგული ქართველი სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება და ქალთა შურის ობიექტი, სილამაზის ეტალონი- შორენა ბეგაშვილიც მოხვდა ჩვენს დღევანდელ სიაში. საზოგადოებამ იგი ძირითადად ერთ-ერთი ეროტიული გადაცემით გაიცნო, მას შემდეგ კი ქართული თანამედროვე ფილმების რამდენიმე ეპიზოდური როლებიც ერგო და დღემდე ტელეგადაცემის "იღბლიანი ბორბალის" კაშკაშა სახეა. შორენა ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი. პირველად მან ბავშვობის სიყვარულზე – ზურა ბარბაქაძეზე იქორწინა და წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი- ევა ჰყავს, თუმცა დღეს ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ევა დედასთან ერთად იზრდება. როგორც პრესა იუწყება, წყვილის დაშორების მიზეზი ქმრის ღალატი გახდა, ინტერვიუს დროს კი ზურამ ეს ფაქტი უარყო.


image



ცნობილი გახდა, რომ ქართველ სექს-სიმბოლოზე დავით ბაგრატიონიც იყო შეყვარებული. გავრცელებული ინფორმაციებით, მსახიობი ყოველთვის შეძლებულ ბიზნესმენებთან აბამდა რომანს. ამბობენ, ერთ-ერთი საყვარელი მამაკაცის, მამუკა ფიფიას საპატივცემულოდ მან ხელზე ტატუც კი გაიკეთა. მამუკა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. შორენას ურთიერთობა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთანაც ჰქონდა, თუმცა, მასაც დაშორდა. ნანაძეც რუსეთში მოღვაწეობს, ოჯახი მასაც ჰყავს. მამუკა ფიფიასგან განსხვავებით, ნანაძე არ ერიდებოდა სოციალურ ქსელში შორენასთან ერთად გადაღებული ფოტოების გავრცელებას. ის, მსახიობს უკეთებდა განსაკუთრებით ძვირადღირებულ საჩუქრებს, დასასვენებლად მიჰყავდა მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში, მაგრამ მათი სიყვარულიც ლამაზი ზღაპარივით დასრულდა.


image







3. თიკო სადუნიშვილი.


image



თიკო საზოგადოებამ პირველად "პირველი სტერეო"-ს არხზე, მაესტროს გადაცემაში იხილა, სადაც იგი თავის გუნდელებთან ერთად მაყურებელს ართობდა. შემდეგ, მან დუეტი ჩაწერა რეპერ ლექს-სენთან ერთად სათაურით "გესმოდეს", სადაც მოკლე შორტსა და "ტოპ-მაისურში" გამოწყობილმა თავისი მაყურებელი გააოგნა და სწორედ ამ სითამამით დაიმსახურა საზოგადეობის განკითხვა.


თიკო ოფიციალურად სულ 2-ჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი მიშა ბალუაშვილია, რომლისგანაც ვაჟიშვილი დათუნა ყავს. მეორედ კი თიკა ცოლად გაყვა სოსო თოლორაიას, რომელთან ერთადაც მაესტროს ეთერში მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო და დაუახლოვდა წყვილი ერთმანეთს. თუმცა მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც ამბობენ, სოსო ამერიკაში წავიდა და თიკო მიატოვა.


image



ამბობდნენ, რომ სწორედ იმ პერიოდში თიკო პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, თემურ დოლიძესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც თინა კანდელაკის პირველი ქმარი იყო. თემურ დოლიძის ახლობლების განცხადებით, სწორედ ის დაეხმარა თიკოს დეპრესიის გადალახვაში, მას ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით და დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ ღალატის გამო დაშორდნენო.


რამდენიმე წლის წინ, როცა თიკო “თბილისი ლაივით” დაბრუნდა ეთერში, ჭორაობა დაიწყეს სადუნიშვილის და ბიზნესმენ გენო მალაზონიას სიყვარულის შესახებ. საჯაროდ ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. ამბობენ, რომ თიკო, გენო მალაზონიამ, შორენა ბეგაშვილში გაცვალა.


ბოლო დროს კი, თიკოს, მარაოს არხზე, გადაცემა "დაუპატიჟებელი სტუმარის" ეთერში ვხვდებით.


image






4. ეკა კვალიაშვილი.


image


ჩვენი რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი ეკა კვალიაშვილია. ხუმრობაც კი არსებობს გოგონებში ასეთი: "ეკა კვალიაშვილის რეკორდი უნდა მოვხსნა"-ო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავდნენ ცნობილი ქართველი ქალები, ეკა მისი ახალი სიყვარულის ამბებს პრესას არ უმალავდა. მომღერლის პირველი ქმარი მხატვარი თემურ გვალია გახლდათ, მასთან ეკას ქალიშვილი ნუკა ჰყავს, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავიდან” გაიცნო მსმენელმა. ამბობენ, რომ თემურ გვალია ქალიშვილს ყურადღებას არ აქცევს და მისთვის დედაც და მამაც სწორედ ეკაა. ალბათ, ამიტომაც გადავიდა რამდენიმე წლის წინ ნუკა დედის გვარზე და კვალიაშვილი გახდა.


image


ეკამ პირველი ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, თუმცა მიიჩნევს, რომ არც დიდ ასაკში შექმნილმა ოჯახებმა გაამართლა. “ბედი თქვი, თორემ ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი – მეორესთან და ორი წელი – მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე”, – განაცხადა ეკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ეკას ბოლო ქმარი ვიტალი მიმინოშვილი საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.






5. ლიზა ბაგრატიონი.


image


ლიზა საზოგადოებისთვის უფრო დასამახსოვრებელი და ცნობილი ძირითადად უცნობის მუსიკალური კლიპიდან "სიყვარული დაფრინავს" გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს, მისი გათხოვება-გაშორებები მაინც საჯარო ხდება. მისი პირველი ქმარი გიორგი ლეონიძე გახლდათ. მეორედ ლიზამ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, მასთან ვაჟი ირაკლი ჰყავს. რამდენიმე წლის წინ კი ლიზა მესამედ გათხოვდა – “შვიდკაცას” წევრ დავით ნოზაძეზე. “ამბები.გე” -სთვის მიწვდილი ინფორმაციით, ლიზამ მესამე ოჯახიც დაანგრია და შემდეგ მუსიკოს გიორგი ცაგარელს ხვდებოდა. თუმცა, ამაზე საუბარი არც ლიზამ, არც დათო ნოზაძემ და არც გიორგი ცაგარელმა, არ ისურვეს.


image


3
1104
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1104
  
2018, 20 ნოემბერი, 23:44
პირველი ჭირს მეგობარო თორე მერე მიდის "შვლიპინით"
2018, 20 ნოემბერი, 11:38
ჯერ "ჯვარზე არ გაუკვრიხართ" ამ სტატიის გამო, გამოდის გაიზარდა უკომპლექსო საზოგადოება. :
ისე ხუთჯერ გათხოვება რა პონტია, წინდაა, რომ გამოიცვალო? :)))
ისე ვამბობ, თორემ თუ უნდაც მეექვსედაც გათხოვილან ჩვენი რა მიდის! :))
0 1 3