"კარგი იქნებოდა, ფონდ ქართუს, ტოტალიზატორში მოთამაშეების და აიფონებით მობლატავეებისთვის ვალების ჩამოწერის ნაცვლად..." - ნიკა გვარამია
რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"ვინც გუშინ უყურა გია ცერცვაძის ოჯახის შესახებ სიუჟეტს დამეთანხმება, რომ უმძიმესი სანახაობა იყო. კარგი იქნებოდა, ფონდ ქართუს, ტოტალიზატორში მოთამაშეების და აიფონით მობლატავეებისთვის ვალების ჩამოწერის ნაცვლად, ასეთ ადამიანებზე დაეხარჯა ფული. ეს იქნებოდა ქველმოქმედება, მაგრამ ფონდ ქართუს ახლა ამომრჩევლების ხმების მოსყიდვა აინტერესებს.
რუსთავი2-მა ამასობაში გადავწყვიტეთ:გორში, უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს ვუყიდოთ სახლი, სადაც შეძლებენ ღირსეულად ცხოვრებას და ბავშვების სრულწლოვანებამდე დავუნიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია ათასი ლარის ოდენობით! - წერს ნიკა გვარამია.