კერძები ხორცისაგან 8 ცნობილი ვეგეტარიანელი და მათი აზრი ხორცის მოხმარების შესახებ... 2018, 28 ნოემბერი, 20:14 〆 ლეონარდო და ვინჩი მხატვარი, არქიტექტორი, მეცნიერი, გამომგონებელი და ფილოსოფოსი - ლეონარდო დავინჩიმ ვეგეტარიანული კვება მას შემდეგ დაიწყო, რაც პითაგორას ცხოვრება წაიკითხა. და ვინჩი ყოველთვის ეწინაამღდეგებოდა ცხოველების ხორცით კვებას და შემდეგი სიტყვებით დაგვამახსოვრა თავი: "ახალგაზრდობიდანვე ვერიდები ხორცს... ერთ დღეს იმედია ადამიანები მიხვდებიან, რომ ცხოველის მოკვლაც იგივე დანაშაულია, როგორც ადამიანის მოკვლა". 〆 ალბერტ აინშტაინი აინშტაინი დაბადებიდანვე ვეგეტარიანელი არ ყოფილა. მან თევზით და ხორცით კვება სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრე შეწყვიტა. მიზი აზრით ადამიანი ხორცზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა და არც ხორცის ჭამით დაუწყია ცხოვრება. " ვფიქრობ, რომ ცხიმის, თევზის და ხორცის გარეშე ცხოვრება უკეთესია... ვეგეტარიანელობა უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს." 〆 თომას ედისონი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომგონებელი იყო თომას ედისონი. ედისონის აზრით არაა სწორი მიმართულება ის, რომ ადამიანები საკვებისთვის ცხოველებს, სულიერ არსებებს ხოცავენ - "ვეგეტარიანელი ადამიანის როგორც ორგანიზმი, ასევე ტვინიც კარგად მუშაობს, უფრო გვიან დაბერდებით... თუ არ შევწყვიტეთ სხვა ცოცხალი არსებების განადგურება, ჩვენ ვიქნებით ყველაზე საშინელი არსებები კაცობრიობის ისტორიაში!" ნიკოლა ტესლა XX საუკუნის ერთ-ერთი გენია, რომლის წყალობითაც დღეს კაცობრიობა არსებობს. ეს კაცი ნიკოლა ტესლაა. მიუხედავად იმისა, რომ თომას ედისონისთვის მუდამ კონკურენტი იყო, მათ რაღაცაში მაინც ჰქონდათ საერთო, ეს იყო ვეგეტარიანელობა. "დღეს სასურველია, ყველა ადამიანი გადაიქცეს ვეგეტარიანელად... რატომ უნდამოკლათ ცხოველი იმისთვის, რომ გაძღეთ, როცა თავისუფლად შეგიძლიათ მოიყვანოთ ბოსტნეული... ჩვენ თანამედროვე თაობის ბარბაროსები არ ვიქნებით..." ფრენც კაფკა ცნობილმა მწერალმა, ფრენც კაფკამ ეთიკური მიზეზების გამო უარი თქვა ცხოველების ხორცით კვებაზე. ის მშვიდად უყურებდა აკვარიუმში მოცურავე თევზს - "ახლა შენ მშვიდად გიყურებ, რადგან ძალიან მიყვარხარ. ის მაინც ვიცი, რომ აღარ შეგჭამ" ლევ ტოლსტოი ტოლსტოიმ სიგარეტი, ალკოჰოლი და ხორცის ჭამა შუა ასაკებში შეწყვიტა. ის ფიქრობდა, რომ ადამიანები ცხოველების ხოცვის გარეშეც შეძლებენ ცხოვრებას - "ხორცის გარეშე უფრო ჯანმრთელად შეგვიძლია ცხოვრება. ეს უკვე ადამიანობის ორმაგი სარგებელია, თან ჯანმრთელობა და თან ნაკლები ცოდვა!" 〆 მერი შელი ცნობილი ფრანკეშტეინის ავტორი მერი შელიც ვეგეტარიანელია. "მე განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან... მადის გამო, მე ერთ ბატკანს ვერ მოვკლავ, თუთასაც შეუძლია დამანაყროს" 〆 მაჰათმა განდი მაჰათმა განდი ბავშვობიდანვე ვეგეტარიანელია. მიზი აზრით - "ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელებშია. ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან და მათი ხორცით გამოკვება, იგივეა, რაც ადამიანმა ჭამოს საკუთარი მეგობარი. აბა თქვენც დაფიქრდით..." სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. "გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. შავი ხვრელი“ ჩემთვის მთელი ცხოვრებაა" - ნინი მთვარაძე 2. "ქალიშვილი სარძლო" - სუდანში, მშობლებმა საკუთარი 17 წლის ქალიშვილი გაყიდეს! 3. გატაცება, სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა - ცნობილები, რომლებსაც გულშემატკივრებმა სიცოცხლე ჩაუმწარეს! 4. სატაცური - ეს უნდა იცოდეთ! 5. ღია წერილის სახით გაცემული პასუხი ბიძინა ივანიშვილს! (დავით ნემსაძე) 558 8-ს მოსწონს
|