ანეკდოტები ანეკდოტები 2012, 10 ივლისი, 15:55 მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს: - რომელი ნივთიერებაა HNO3? - ვიცი მასწავლებელო, ახლავე გეტყვი, ენის წვერზე მადგას. - ჩქარა გადმოაფურთხე აზოტმჟავაა.
-----------------------------------------
გურულები კლდეზე ადიან, და ერთი ჩამოვარდება. მეორე ეკითხება: -ფეხი მოიტეხე? -არა. -ხელი მოიტეხე? -არა. -აბა რა მოიტეხე? -დამაცადე ჯერ არ ჩავარდნილვარ…
-----------------------------------------
ინსპექტორი ეკითხება მძღოლს: – როგორ დაჯექით ასეთი ნასვამი საჭესთან? – ძმაკაცები მომეხმარნენ ----------------------------------------- სიძე ეკითხება სიდედრს შენ ზაფხულში ხარ დაბადებული? - კი, საიდან მიხვდი?! - აბა შენი გულისთვის ზამთარში ძუძუს ვინ ამოიღებდა! ----------------------------------------- 5 წლის ბექა ეკითხება მამას: -მამი, მე როგორ გავჩნდი? -წერომ მოგიყვანა, შვილო. -ჩვენი მეზობელი ნინი? -ეგ შვილო მაღაზიაში იყიდეს. -ჩვენს ქვევით რომ რეზი ცხოვრობს? -ეგ კომბოსტოში იპოვეს. -რა იყო, ამ კორპუსში არავინ ტ****რობთ? ------------------------------------------ კახელი სამსახურს ეძებს და მივა ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორთან. კაბინეტში შესვლამდე მდივანი ეტყვის, ჩვენი დირექტორი გვარად ტრანკაძეაო და ნ არ დაგავიწყდეთ, ტრაკაძე არ დაუძახოთო. კაიო, ეტყვის კახელი, შევა კაბინეტში და მიმართავს დირექტორს: - უკაცრავად, თქვენ ხართ ბატონი პრონჭაძე? 418 4-ს მოსწონს 1-ს არა
|