x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს
image

გამარჯობა! მე მაქსი მქვია, მალე დედასა და და-ძმას მომაცილებენ და ახალ ოჯახში გადამიყვანენ, რის გამოც ძალიან ვღელავ. არის რამდენიმე რამ, რაც მინდა, რომ ჩემმა ახალმა ოჯახმა იცოდეს ჩემ შესახებ.


ეს არის გზავნილი ჩემგან, მაქსისგან, ან რექსისგან, ან ბელასგან. სახელს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა ლეკვი ერთსა და იმავეს იტყოდა. წარმოიდგინეთ, რომ ამ სტატიაში თქვენი ლეკვი გესაუბრებათ.

image








მე მხოლოდ 10-15 წელს ვიცოცხლებ. ყოველი წუთი, რომელსაც შენთან ერთად არ ვატარებ, საშინელებაა ჩემთვის. გახსოვდეს ეს!


image








მომეცი ცოტა დრო, რომ გავიგო, რას ითხოვ ჩემგან. მინდა, რომ სწორად მოვიქცე, უბრალოდ, დამეხმარე იმის გაგებაში, რა არის სწორი. დამეხმარე, რომ შენთვის საუკეთესო ძაღლი გავხდე.

image








თუ ოდესმე გადაწყვეტ, რომ მატკინო, დაიმახსოვრე, რომ მეც ბევრჯერ შემეძლო შენი ტკენა, მაგრამ არასდროს გამიკეთებია ეს, რადგან ჩემთვის ჩვენი მეგობრობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

image








არ ჩამკეტო ოთახში და თუ რამეს დავაშავებ, დასასჯელად არ დამაიგნორო. შენ ოჯახი და მეგობრები გყავს, სამსახური და ჰობი გაქვს, მე კი მხოლოდ შენ მყავხარ.

image








დაიმსახურე ჩემი ნდობა, ეს ჩემთვის მთელ სამყაროს უდრის და გთხოვ, არასდროს შემატანინო ეჭვი შენში.

image








შენს ენაზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ვცდილობ, სხეულის ჟესტებით გამოვხატო ჩემი გრძნობები. მიაქციე ამას ყურადღება.

image








დაიმახსოვრე, არასდროს დამავიწყდება, როგორ მექცეოდნენ. პატიება შემიძლია, მაგრამ ვერ დავივიწყებ. ჩვენი შეხვედრის პირველი დღიდან ისე მიყვარხარ, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ გთხოვ, ბოროტად ნუ ისარგებლებ ამით.

image








თუ ვიცელქებ, ძალიან ნუ გამიბრაზდები. მე პატარა ბავშვივით ვარ, დამეხმარე გაზრდაში.

image








მელაპარაკე. შეიძლება ყველა სიტყვა არ მესმოდეს, მაგრამ შენს ხმას ვცნობ და შენი მოსმენა მთელ სამყაროს უდრის ჩემთვის.

image








გთხოვ, გამიხეხე ხოლმე კბილები, ამას თავად ვერ გავაკეთებ. ამას თუ ლეკვობიდანვე შემაჩვევ, მივეჩვევი და შენი მადლობელი ვიქნები.

image








გახსოვდეს, რომ ზოგი რამ, რასაც შენ ჭამ, შეიძლება ჩემთვის მომწამლავი აღმოჩნდეს. ისე, უკეთესი იქნება, თუ შენს საჭმელს საერთოდ არ მომცემ. ამას იმიტომ გთხოვ, რომ ადამიანების საკვები გემრიელად კი გამოიყურება და კარგი სუნი აქვს, მაგრამ შეიძლება გამასუქოს, რაც ჩემი ჯანმრთელობისთვის ცუდი იქნება.

image









თუ შეამჩნევ, რომ ისეთი ენერგიული აღარ ვარ, როგორიც ვიყავი, ნუ იქნები იმედგაცრუებული და ნუ გამიბრაზდები. შეიძლება თავს კარგად არ ვგრძნობ, შეიძლება ავად ვარ, შეიძლება ცუდი საჭმელი ვჭამე, შეიძლება ჩემმა გულმა დაბერება დაიწყო...

image









გთხოვ, მომიარე და იზრუნე ჩემზე, როცა დავბერდები. ერთ დღეს ხომ შენც დაბერდები. ძალიან ვწუხვარ, რომ მალე ვბერდები და ამით შეიძლება შენც გაწყენინო, მაგრამ რა ვქნა, ამის შეცვლა არ შემიძლია.

image








თუ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს, გთხოვ, დარჩი ჩემთან. ნუ იტყვი: "ეს ძალიან რთულია, ვერ შევძლებ ყურებას".

მეც მეშინია. მაგრამ ყველაფერთან შევძლებ გამკლავებას, თუ შენ მეყოლები გვერდით...

ყოველთვის დარჩი ჩემთან...

image



p.s. ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ყველა ცხოველს და ყველა ძაღლს, რადგან ყველა სულიერი შექმნილია სიყვარულისთვის.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოხატავს ძაღლი სიყვარულს - 11 აშკარა ნიშანი

image


2. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ

image

3. როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული

image

0
945
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0