"აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:-
"პანიკაში მყოფმა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნა კვირის ნაცვლად ოთხშაბათს იმ იმედით, რომ კერძო ბიზნესის მფლობელები არ გამოუშვებენ თანამშრომლებს და ვერც ოცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ვერ შეძლებენ არჩევნებზე მისვლას.
მინდა ვუთხრა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ხმის მიცემას.მანამდე კი ამ ერთხელ და ბოლოჯერ, აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული. "