x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
მოცეკვავე ჭირი

image


1518 წელს ევროპას თავს დაატყდა ძალიან უცნაური ეპიდემია რომელსაც "მოცეკვავე ჭირი" ეწოდა. ყველაფერი სტრასბურგის ქუჩებში დაიწყო სადაც მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ფრაუ ტროფეა, რომელიც შეშლილივით ცეკვავდა რამდენიმე დღის განმავლობაში და მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. პირველი კვირის მანძილზე ეს დაავადება 34 ადამიანს შეეყარა, ხოლო ერთი თვის თავზე ამ დაავადების მსხვერპლთა რაოდენობამ 400 კაცს მიაღწია. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა, დაავადებული სრულიად მოულოდნელად იწყებდა შეშლილ როკვას და იქამდე ცეკვავდა, სანამ ორგანიზმის გამოფიტვისგან არ მოკვდებოდა.

იგივე განმეორდა უფრო მოგვიანებით 1564 წელს ფლანდრიაში, ხოლო მცირე ეპიდემიური აფეთქებები XVlll საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა ევროპაში. მეცნიერები დღესაც ვერ უძებნიან ვერანაირ მეცნიერულ ახსნას "მოცეკვავე ჭირის" ეპიდემიას.

0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0