x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„გამოვთქვამ წუხილს, სამუშაო დღეს მეორე ტური დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს“

image

.

არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს.
.
„როგორც ვიცი, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე, ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდებათ მათ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
.
გავრცელებული ცნობით, შესაძლოა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართოს.
0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0