სხვა კიდევაც დაიზრდებიან გადამრჩენელნი საქართველოსი 2018, 14 ნოემბერი, 11:12 მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, გამუდმებით საქართველოს ყოფნა არყოფნის საკითხი იდგა. მუდმივად ვაწარმოებდით შიდა თუ გარე მტრებთან სისხლისმღვრელ ომებს. საქართველოს უახლესი ისტორიის დასაწერადაც ისტორიკოსები გმირების სისხლს იყენებენ მელნად.
21-ე საუკუნეში თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ ქართველებს 1989 წლის 9 აპრილი მიგვაჩნია. ამ სტატიაში არ ვისაუბრებ ამ დღესთან დაკავშრებით, არც იმას ვიტყვი, თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები ამ ამბავს, როგორ აყალბებენ ისტორიას. არამედ ამ სტატიაში გაგაცნობთ ერთ პატარა, 16 წლის გოგონას, რომელმაც წარუშელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და, ვიმედოვნებ, სტატიის წაკითხვისას თქვენც ასე იფიქრებთ.
აი, რას წერს: "არ ვიცი როცა ამ პოსტის კითხვას დაიწყებთ შეიძლება გაიფიქროთ წადი შვილო ჯერ ბავშვი ხარ რას ერევი დიდების საქმეში და რა პოსტებს წერო თუმცა გადავწყვიტე თქვენი ფიქრები გავაქარწყლო არაფრად ჩავთვალო და ეს პოსტი გამოვაქვეყნო...სწორედ ჩემნაირი პატარა ბავშვების მხრებზე დადგება ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სიმტკიცის შენარჩუნება მომავალში სწორედ ჩემნაირი პატარა ბავშვები მიიტანენ თქვენს მერე თაობებში ისტორიას რომლის გადაგვარებაც ხდება დღესდღეობით სწორედ მე და ჩემმა თანატოლებმა უნდა მოვუყვეთ ჩვენ შვილებს ჩვენი ისტორია დაა რა დღეს რა ისტორია გამაჩნია მეე? ისტორია რომელსაც მიყვებიან ამოყირავებულს ისტორია რომელსაც მაცნობებ უკუღმა ისტორიას რომელსაც ყვებიან მომავალში საკუთარი ჯიბეების გასასქელებლად რომელსაც ქვეყნის უკუღმა დატრიალების ტოლფასია მე ეს ისტორია მოუყვე შვილებს რომ 9აპრილს ხალხი რუსთაველზე იყო არა თავისუფლების მოპოვებისთვის მისული არამედ გასართობად და იქ დაღუპული ახალგაზრდობა არა ნიჩბებით დაა მომწამლავი აირებით არამედ ჰაერის უკმარისობით დაიღუპა??თქვენ უფროსო თაობის ადამიანებო მეუბნებით რომ ეს ისტორია მოვუყვე შვილებს და 2008წლის 8აგვოსტოს ომი არა რუსეთმა არამედ ქართველებმა დავიწყეთ და დავბომბეთ მძინარე ქალაქი??..მეგობრებო, ბაბუებო, ბებიებო, ბიძიებო, დეიდებო, ნათესავებო, კლასელებო და უბრალოდ თანატოლები მე არ ვარ ნაციონალების, ოცნების, ნათელშვილის, გირჩის, ან სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ოჯახის შვილი მე ვარ სამშობლოს მოყვარული ისტორიის დამცველი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისათვის მებრძოლი ოჯახის შვილი დიახ მე ვარ იმ კაცის შვილი რომელიც 2008წლის 8აგვისტოს ომში იბრძოდა დიახ მე ვარ მისი შვილი და ზუსტად ვიცი რომ მამაჩემს ომი არ დაუწყია დიახ სწორედ მამაჩემისნაირი ათასობით მეომრის შვილმაც იცის რომ ჩვენს მშობლებს ომი არ დაუწყიათ და მათ არ დაუბომბავთ მძინარე ქალაქი ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ჩვენი მამები არ არიან ოკუპანტები და ზუსტად ვიცით რომ ისინი სხვის შვილებს არ წაართმევენ მომავალს რადგან ისენი გმირები არიან დაა არა ოკუპანტები პირიქით ისენი ებძვიან ოკუპაციას და ოკუპანტ რუსეთს რომელმაც წაგვართვა ტერიტორია და რომელმაც წაართვა ჩემს თანატოლებს სახლები და გმირი მამები ომში დიახ მეე პროტესტს ვაცხაცადებ მქონდეს იმგვარი ისტორიაა რომელსაც იყენებენ პოლიტიკური ძალები საარჩევნო ასპარეზზე თავის იარაღად მეე მირჩევნია შვილებს მოვუყვე მამისეული წინაპრისეული ისტორია და ვასწავლო რომ ქვეყნის სიძლიერეე ერთიანობაშია დაა არა შიდა არეულობაში და ვასწავლო რომ ჩემს ბავშობაში მე მყავდნენ ჩემი საუკუნის გმირები ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, ოთხოზორია დაა.სხვა.მრავალი ცოცხალი თუ გარდაცვლილი მე წარმოვადგენ მათ საქართველოს დაა არაა პოლიტიკური მასკარადისს საარჩევნო შტოს ნაწილს მე მეამაყება ქართველობა მე მემყება ჩემი ისტორია ჩემი წარსული დაა ჩემი გმირები რომლებმაც მაჩუქეს დღესდღეობით მეე.ნათელი სახელმწიფო ♥♥♥♥ დიდება გმირებს"
პ.ს. სანამ ერთი ქართველი მაინც იარსებებს ამგვარი აზრებით, მე მჯერა საქართველო გადარჩება. მომავალი თაობა კი არც ისეთი ცუდი ყოფილა, როგორადაც წარმავალი თაობის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევთ. 110 2-ს მოსწონს
|