საბუნებისმეტყველო ბრწყინვალე განთიადი - მეცნიერების სიმფონია 2018, 14 ნოემბერი, 10:40 ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია არა მხოლოდ დიდი მეცნიერის და მეცნიერების პოპულარიზატორის, არამედ უბწყინვალესი პიროვნების, უკეთილშობილესი ადამიანის - კარლ სეიგანის (1934-1996) გამონათქვამების მიხედვით. "კოსმოსი დაქსელილია ჭიის ხვრელებით. შეიძლება მათი მეშვეობით სადღაც აღმოჩნდეთ დრო-სივრცის კონტინუუმში. ცა გვიხმობს და თუ საკუთარი სახეობა არ გავანადგურეთ, ერთ დღესაც შევწვდებით ვარსკვლავთ. ჯერ კიდევ წინ ბრწყინვალე განთიადი გველის - არა მზის ამოსვლა, არამედ გალაქტიკისა - 400 მილიარდი მზით განათებული დიადი დილა - ირმის ნახტომის აისი. კოსმოსის რეალობა ელეგანტური სიმართლეა. ეს განსაცვიფრებელი ურთიერთქმედება და ბუნების აწყობილი სისტემაა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი დიდად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ჩავწვდებით კოსმოსის საიდუმლოებებს, იმ კოსმოსისა, სადაც დავცურავთ, როგორც მტვრის ნაწილაკი მზით სხივით განათებულ სივრცეში. ჩვენი ტვინი ბევრად მეტს შვრება, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის შეგროვებაა, ის ურთიერთადარებს ინფორმაციებს, წარმოქმნის კიდეც და აანალიზებს - ქმნის აბსტრაქციებს. ტვინი ფიქრობს მხოლოდ უმარტივესი პრინციპით - ნულისა და ერთის მონაცვლეობით. მას ეს საკუთარი ენა აქვს გარშემომყოფი სამყაროს მოწყობილობის და რაობის აღსაქმელად. ათიათასობით წლის განმავლობაში ადამიანი ფიქრობდა სამყაროს საიდუმლოთა ამოსახსნელად - უსასრულო იყო იგი, თუ სადმე არსებობდა დასასრული... "დიდი აფეთქებიდან" შავ ხვრელებამდე, "ბნელი ენერგიიდან" შესაძლო "დიდ ტკაცუნამდე", ჩვენი თანამედროვე სამყაროსეული მსოფლხედვა უცნაურად მჟღერი იდეებითაა სავსე. როგორი იღბლიანები ვართ, რომ ამ დროში მოგვიწია სიცოცხლემ, როდესაც პირველად, დედამიწის 5-მილიარდწლიან ისტორიაში, დედამიწისეული სიცოცხლის ერთ-ერთი ფორმა - ადამიანი, სხვა პლანეტებამდე აღწევს. და მაინც, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ვიმეორებ - წინ კიდევ დიდებული აისი გველის - არა მზის ამოსვლა, არამედ გალაქტიკისა - 400 მილიარდი მზით განათებული დიადი გარიჟრაჟი. ასევე დაგაინტერესებთ: კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონიაგაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებსავტორი: თორნიკე ფხალაძე 106 2-ს მოსწონს
|