x
image
მანჩო 777
მორბენალი წერტილებით შექმნილი ყველაზე რთული ოპტიკური ილუზია (გამოცადეთ საკუთარი მხედველობა)
იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ოპტიკური ილუზია სახელწოდებით - "რომელი რომელს მისდევს?" როდესაც ვიდეოს პირველად უყურებთ, გეჩვენებათ, რომ ორი სხვადასხვა ფერის წერტილი ერთმანეთს დასდევს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა.




image



სწორი პასუხიდან აცდენას თავსატეხის სახელწოდება იწვევს. ადამიანთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ წითელი წერტილი მისდევს ლურჯს, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ პირიქით - ლურჯი წერტილი მისდევს წითელს. გამოჩნდნენ განსხვავებული აზრის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წერტილები ყოველ 30 წამში იცვლიან ადგილებს.








სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა: წითელი წერტილი უძრავად დგას ერთ ადგილზე, ხოლო ლურჯი მის ირგვლივ მოძრაობს. უცნაური ოპტიკური ილუზიის მიღწევა მეცნიერებმა მოახერხეს ტოკიოს რუკის მოძრაობით, რომლის ფონზეც შეიქმნა ილუზია. წერტილების მოძრაობის პრინციპი გასაგები ხდება მაშინვე, როგორც კი რუკა კადრიდან ქრება.

ინტერნეტ-მომხმარებლები ვიდეოს ნახვის დროს ვერ ახერხებენ ნივთების რეალურად აღქმას, რადგან მათი ტვინი უსულო საგნებს ადამიანის თვისებებს მიაწერს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ახალი ილუზია გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ სენსორული აღქმა. გარდა ამისა, ის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნევროლოგიური დაავადებების შესწავლის დროს.

0
98
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0