საზოგადოება 6 საკულტო ქერა ძალიან ტრაგიკული ბედით 2018, 14 ნოემბერი, 10:36 ამ ქალბატონებს, რომელთა ტრაგიკული ბედის შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, მთელი მსოფლიო იცნობდა, მათ ცხოვრებას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს და შურდა კიდეც მათი, თუმცა ვერავინ ხვდებოდა იმ სილამაზისა და დიდების უკან როგორი სავალალო ბედი, იმედგაცრუება თუ ტკივილი იყო დამალული. ექვსივეს კი მოკლე და ტრაგიკული სიცოცხლე და ქერა თმა ჰქონდა საერთო.
1. ჯინ ჰარლოუ. ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომელიც მოგვიანებით მერილინ მონრომ ჩაანაცვლა. 1911-1937 წწ. გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით. 2. მერილინ მონრო. ყველა დროის, ყველაზე საკულტო, ამერიკელი ქერა მსახიობი და მოდელი. 1926−1962 წწ. ბევრი ვერსიიდან, ერთ-ერთი ოფიციალური ვერსიით, ის ბარბიტურატების ჭარბი დოზით გარდაიცვალა. 3. ჯეინ მენსფილდი. 50-60-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სასურველი ქალი იყო. 1933−1967წწ. გარდა ლამაზი სხეულისა, ჯეინი ფლობდა სხვა შესაძლებლობებსაც - ჰქონდა ბრწყინვალე გონება და მისი IQ იყო 163 და ასევე, საუბრობდა 5 ენაზე. ის ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა. 4. გრეის კელი. ჰოლივუდის ერთ-ერთი დიადი ვარსკვლავი და 1956 წლიდან მონაკოს მეფის, რენე III-ის მეუღლე, ასევე მიმდინარე მმართველის, ალბერტ II-ის დედა. 1929−1982 წწ. გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. 5. პრინცესა დიანა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი წარმომადგენელი. გასაკვირი არ არის, რომ მას "ადამიანის გულის პრინცესა" უწოდეს, რადგან მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის პატივისცემა დაიმსახურა. 1961-1997 წწ. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. 6. ანა ნიკოლ სმიტი. ამერიკელი სუპერმოდელი და გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული სექს სიმბოლო. 1967-2007 წწ. გარდაიცვალა ანტიდეპრესანტების ჭარბი დოზით. 261 12-ს მოსწონს
|