საზოგადოება ცნობილი გახდა, თუ რატომ ასაიდუმლოებდა ვერა ბრეჟნევა კონსტანტინე მელაძესთან რომანს 2018, 13 ნოემბერი, 17:37 ცნობილია, რომ ამ ოქტომბერში რუსული ესტრადის მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ და პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ ქორწინების ორი წლისთავი აღნიშნეს, რამაც საზოგადოების გაოცება გამოიწვია, რადგან უმეტეს მათგანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 2015 წელს წყვილმა იტალიაში საიდუმლოდ გადაიხადა ქორწილი, რომელსაც მხოლოდ მათი ძალიან ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ.
![]() შეყვარებულ წყვილს დიდი ხნის მანძილზე უწევდა საზოგადოებისგან რომანის დამალვა და მას შემდეგაც, რაც გამჟღავნდა მათი ურთიერთობის შესახებ, წყვილი მაინც არ აჩქარდა დეტალების საჯაროდ გამხელაზე. ვერაც და კონტანტინეც ცნობილების იმ რიცხვს მიეკუთვნებიან, ვისაც პრესისგან იზოლირებული ცხოვრება მოსწონს და ამდენი წლის მანძილზე, მათი არც ერთი ფოტო "დუეტში" არ გამოჩენილა სოციალურ ქსელში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებას ეჭვი ვერ დაებადებოდა. ![]() ცოტა ხნის წინ ვერამ გადაწყვიტა, ფარდა აეხადა თავისი საიდუმლოსთვის და მცირე დეტალებზე საიტთან «Woman Hit» ინტერვიუში ალაპარაკდა. ![]() "კოსტია არის შემოქმედი, პროდიუსერი, კომპოზიტორი, ავტორი და შესანიშნავია, როდესაც ხალხი გიცნობს და დაინტერესებულია შენი საქმით, მუშაობით, შემოქმედებით და ისიც ბუნებრივია, რომ შენს გულშემატკივრებს შენი პირადი ცხოვრების შესახებ უჩნდება ბევრი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც არ გვინდა, რადგან პირადულია. არიან ცნობილები, რომელთაც მოსწონთ თავიანთი ცხოვრების ჟურნალისტებთან განხილვა, სიახლეებსა თუ სხვა დეტალებზე მათთან საუბარი და გასაჯაროება, თუმცა კოსტიას ეს არ მოსწონს და მე პატივს ვცემ მის არჩევანს. ხოლო, ფაქტი რომ ზოგიერთი ჟურნალისტისთვის გვიწევს უხეში პასუხი "ეს თქვენი საქმე არ არის!", მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ისინიც უხეშად ერევიან იმ დეტალებში, რაც მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა და მომაბეზრებელი და მონოტორული კითხვებით ცდილობენ მაინც დაგვტყუონ პასუხი, რაც არ არის ლამაზი და ვფიქრობ, ზრდილობის პრობლემასაც ასახავს" - ამბობს ვერა ბრეჟნევა «Woman Hit» -თან ინტერვიუს დროს. ![]() ![]() ![]() 588 13-ს მოსწონს
|