სიახლეები რა პირობებით იყიდება ბინები? 2018, 13 ნოემბერი, 11:33 დღევანდელ დღეს ბინის ყიდვის პროცესი უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. დიდი წარმატებით იყიდება ბინები არქის მშენებარე პროექტებში, სადაც მომხმარებელს აქვს უნიკალური შანსი, შეიძინოს ბინა პირველადი შენატანის და შემოსავლების დადასტურების გარეშე. არქი ყოველთვის იყო ინოვატორი კომპანია დეველოპერულ სფეროში, შესაბამისად, მომხმარებლებს ყოველთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობდა და ახლაც ამ მიმართულებით არქის თითოეული თანამშრომელი ბევრს მუშაობს. კომპანიის ღირებულება ყოველთვის იყო მომხმარებელზე ზრუნვა, რაც გულისხმობს მომხმარებლების სურვილების, მოთხოვნილებების გათვალისწინებას და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას. სწორედ ამისთვის შექმნა არქიმ განსხვავებული გადახდის პირობები, რათა ყველა მომხმარებელმა შეძლოს ოცნების ბინის შეძენა. ამისთვის კომპანია არქიმ მომხმარებელს შესთავაზა უნიკალური გადახდის პირობა - არქის პროექტებში არ არის საჭირო პირველადი შენატანი, შესაბამისად, მომხმარებელი იწყებს ყოველთვიურ გადახდას, ხოლო პროექტის დასრულებისას - ცხოვრებას საკუთარ ბინაში. მნიშვნელოვანი პირობაა ისიც, რომ არქის ყველა პროექტზე მოქმედებს ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში. სწორედ ამ პირობების გამო, არქის პროექტებში დიდი წარმატებით iyideba binebi მნიშვნელოვანია ბინების ჩაბარების კონდიცია, რომელსაც არქი სთავაზობს თავის მომხმარებელს. არქიში თეთრი და პრემიუმ კარკასით იყიდება ბინები, შესაბამისად, მომხმარებელს მხოლოდ მინიმალური რემონტის გაკეთება სჭირდება. აღსანიშნავია სამშენებლო მასალები, რომლითაც შენდება არქის პროექტები. გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკი დამზადებულია სრულიად უსაფრთხო, ბუნებრივი მასალისგან, რომელიც არ იწვის 4 საათის განმავლობაში და ზოგავს ენერგიის ხარჯს. პროექტის მშენებლობაში ასევე გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ევროპული თაბაშირ-მუყაო და ბეტონი. პრემიუმ კარკასის შემთხვევაში კი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარაში დამატებულია დაბალემისიური მინები, რაც 30%-ით ამცირებს ენერგიის დანახარჯს. პრემიუმ კარკასში დაბალემისიურ მინებთან ერთად მოიაზრება დამონტაჟებული გათბობის მილებიც. R386 3-ს მოსწონს
|