„სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი… შემოგზავნილი ჰყავთ აგენტი“ – ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და „ფეისბუკზე“ წერს:
„მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი. ამისთვის სპეციალურად შემოგზავნილი ჰყავთ აგენტი შეცვლილი გვარ-სახელით! მაქვს მისი ფოტო და ვიცი რეალური სახელი და გვარი! გავასაჯაროვებ სულ მალე, როგორც კი ინფორმაციას ვახას და ზაზას მივაწვდი!“