მსოფლიო პუტინმა ტრამპს პარიზში ორჯერ აჩვენა ჟესტი " ცერა თითი მაღლა" 2018, 12 ნოემბერი, 18:36
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღის განმავლობაში ორჯერ მიესალმა თავის ამერიკელ კოლეგას ჟესტით ცერა თითით მაღლა. პირველად ეს მოხდა ტრიუმფალურ დარბაზში შეხვედრის დროს, როცა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. დონალდ ტრამპმა მხარზე ხელი დაარტყა ვვლადიმერ პუტინს, მან ეს ჟესტი გააკეთა პასუხად, რის შემდეგაც თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოს სახელმწიფოს მეთაურთა შორის. მეორედ, პუტინმა ცერა თითი მაღლა აჩვენა ტრამპს ელისეის სასახლიდან გამოსვლისას . როგორც იუწყება პრესა, პარიზში სამუშაო საუზმეზე, ტრამპმა და პუტინმა ვერ შეძლეს კომუნიკაცია, რადგან ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ ისხდნენ მაგიდასთან და საუბარი შეუძლებელი იყო. თუმცა, როგორც პუტინი ადასტურებს, მათ შორის საუბარი მოგვიანებით მაინც შედგა. შეგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი საზეიმო დღესასწაული გაიმართა პარიზში, 11 ნოემბერს. ქვეყნის მასპინძელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად იქ იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი. 169 შეფასება არ არის
|