საბუნებისმეტყველო ვარსკვლავთა საიდუმლოება - მეცნიერების სიმფონია 2018, 11 ნოემბერი, 4:50 ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია ცნობილი მეცნიერების გამონათქვამების მიხედვით აინშტაინის ცნობილი ფორმულის შესახებ, რომელიც სამყაროს საიდუმოლოებებს მარტივად და გენიალურად გვიხსნის. ეს მეცნიერები არიან ის ხალხი, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს მსოფლიო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზებაში: ნილ დიგრას ტაისონი, მიჩიო კაკუ, ბრაიან კოქსი, ბრაიან გრინი და ლიზა რენდალი. "ამბობ, რომ მისტიური ამბები მოგწონს? მე მაქვს ასეთი შენთვის: კონცეფცია - ფარდობითობა. ეს უცნაური, ფანტასტიკური ურთიერთობა დროს, მანძილსა და წონას შორის. ამბის მოყოლას რომ დავამთავრებ ვფიქრობ მიხვდები, რომ რეალობა ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ყველაზე უცნაური ფანტაზია. რატომ ანათებენ ვარსკვლავები ან ასე თვალისმომჭრელად რა აბრწყინებს გალაქტიკებს? - E = MC2 - ეს არის ძრავა, რომელიც ანათებს ვარსკვლავებს. ენერგია, რომელიც წონად გარდაიქმნება - E = MC2 - ესაა ვარსკვლავების საიდუმლო. ახლა ყურადღებით წაიკითხე: რაც უფრო სწრაფად მოძრაობ, მით უფრო მძიმდები - შენი მოძრაობის ენერგია წონად გადაიქცევა. ენერგია უდრის წონა (მასა) გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე. ესაა შემაძრწუნებლად დიდი ენერგია უმცირესი წონის კვალობაზე. სინათლე მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, არ აქვს მნიშვნელობა როგორ უყურებთ მას, არც იმას აქვს მნიშვნელობა მე როგორ ვმოძრაობ შენთან მიმართებაში - სინათლის სიჩქარე მაინც უცვლელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკვირდება მას და ვინ ზომავს, არც იმას თუ რა მიმართულებით მოძრაობ მის მიმართ. ამასთანავე რაც უფრო სწრაფად გადაადგილდები, მით მეტად ნელდება დრო, ყველაფერი ნელდება! ეს ჩვენთვის ჩვეული სამყაროს აღქმის მონუმენტური ცვლილებაა. მთელი მშვენიერება, დიდებულება, ძალმოსილება ამ სამყაროსი, თავმოყრილია ერთადერთ ფორმულაში - E=MC2. ეს მეცნიერების ლამაზი შედევრია, ელეგანტურზე ელეგანტური თეორია. დედამიწა და სხვა ყველა პლანეტა იმიტომ ჩერდება საკუთარ ორბიტაზე, რომ მიჰყვება დრო-სივრცის იმ გამრუდებას, რომელიც მზის (ჩვენს შემთხვევაში) ან სხვა ვარსკვლავების (სხვა ვარსკვლავთა სისტემების პლანეტების შემთხვევაში) არსებობითაა გამოწვეული. დრო-სივრცე გამრუდებულია ტრილიონობით ვარსკვლავით, პლანეტითა და შავი ხვრელით და ისინი ამ გამრუდებებზე მოძრაობენ. ეს ყოველივე იმას ჰფენს ნათელს, რომ დრო და სივრცე - ეს ერთიანი სისტემაა და ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი. როდესაც მოძრაობ გამრუდებულ დრო-სივრცეში, მაშინ გრძნობ რაღაც ძალის არსებობას და ეს ძალა გრავიტაციაა. აი ესაა მთელი მშვენება, დიდებულება, ძალმოსილება სამყაროსი, თავმოყრილი ერთადერთ გენიალურ ფორმულაში - E=MC2" ასევე დაგაინტერესებთ: 1. გორაკებს იქით, ჰორიზონს მიღმა - მეცნიერების სიმფონია 2. კოსმოსის მონტრები - ტრილიონობით შავი ხვრელი 3. საუკეთესო ქართული სამეცნიერო საიტები განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 308 2-ს მოსწონს
|