საქართველო “დაცვის ბიჭი შემოვიდა-გოგა მოვიდა ხაინდრავაო"-ელისო კილაძე წარსულს იხსენებს 2018, 10 ნოემბერი, 12:59
"წარსულის გაკვეთილები : 2007 წლის დეკემბერია-დიდი ბაგაბუგი მიდის ორივე მხრიდან. გვიანი ღამეა-არკადიაში, ბადრი პატარკაციშვილის შტაბში ვალერი გელბახიანი, მე, გოგლა ჟვანია, დათო შუკაკიძე, გოჩა ჯოჯუა და რამდენიმე კაცი მეორე დღის გრაფიკს გავდივართ. დაცვის ბიჭი შემოვიდა-გოგა მოვიდა ხაინდრავაო.ვალერი გვერდით ოთახში გაიყვანა, ათიოდე წუთში მეც დამიძახეს.ჯაბა ახლავს ჯიშკარიანი. -კაროჩეო, უტყუარი ინფორმაცია გვაქვსო, გლდანში ბაზრის უკან არალეგალური სტამბა ვიპოვეთ, ყალბ ბიულეტენებს ბეჭდავენ, ”თანასწორობის ინსტიტუტს”მოვხოდავ, ფული და კამერები მომეცი, ამაღამ დავეცემით სტამბას, მაგარ სკანდალს ავწევთო. მივეცით კამერები, ჩავუთვალეთ 5000$ და დავალებაზე გავუშვით. როგორც თქვენთან არავინ მოსულა, ისე არ მინახავს იმ დღის მერე ეს არც ხალხი და არც სკანდალი.არც კამერები დაუბრუნებიათ. ეს ისე, რომ იცოდეთ მაინც ბ-ნო ბიძინა, რა საიმედო ადამინებთან გაქვთ საქმე! " 524 1-ს მოსწონს
|