საბუნებისმეტყველო გორაკებს იქით, ჰორიზონტს მიღმა - მეცნიერების სიმფონია 2018, 10 ნოემბერი, 9:34 ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია ცნობილი მეცნიერების გამონათქვემების მიხედვით. ეს მეცნიერები არიან ის ხალხი, ვინც უდიდესი როლი შეასრულეს მსოფლიო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზებაში: ნილ დიგრას ტაისონი, ბილ ნაი, ემილი ლაკდავალა და კარლ სეიგანი. "ჩვენ ისტორიის იმ დროში ვცხოვრობთ, როცა მოგვეცა რეალური შესაძლებლობა - შევცვალოთ სამყარო. რა გვინდა ვუთხრათ ჩვენს მომავალ თაობებს, რომ ვიჯექით ამ დედამიწაზე და არაფერი მოვიმოქმედეთ, არაფერი გამოვიკვლიეთ იმის შესახებ თუ საიდან მოვდივართ და ვართ თუ არა მარტონი ამ სამყაროში? - არა! ჩვენ გვინდა შევაბიჯოთ ამ განცხრომაში, ამ ამაღელვეელ თავგადასავალში. როდესაც ერი ოცნებობს რაღაც ამაღლებულზე, ყველაფერი თავის ადგილას დგება. ჰორიზონტს მიღმა, მომდევნო გორაკს იქით - ეს ის ადგილია, სადაც დიადი აღმოჩენები კეთდება, ეს ახალი მიღწევების ადგილია და ეს ადგილი ჩვენშია, ღრმადაა გამჯდარი ჩვენს არსებაში. სწორედ ესაა ჩვენი აქ ყოფნის და არსებობის მიზანიც - გავიგოთ რა ხდება კიდევ ერთ გორაკს იქით, ჰორიზონტს მიღმა.... იოცნებეთ ხვალინდელ დღეზე, გაცურეთ გაშლილ, უსაზღვრო ოკეანეებში, ისწრაფეთ დიდი თავგადასავლებისკენ, იოცნებეთ რაღაც ძალიან დიდზე. გამბედავ ხედვებს აქვს ძალა შეცვალოს ხალხის შეხედულებები იმის შესახებ თუ რა არის შესაძლებელი და რა არა... თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლეს სხვა პლანეტაზე, ეს შეცვლის ყველას შეხედულებას იმის შესახებ თუ საერთოდ რას ნიშნავს იყო ცოცხალი არსება ამ კოსმოსში. ვირუსი ცოცხალია? კრისტალი ცოცხალია? სჭირდება სიცოცხლის განვითარებას წყალი აუცილებლად? ჩვენ ვსვამთ ამ და ბევრ ასეთ კითხვას და თუ ერთად ვიმუშავებთ მე ვამბობ - ჩვენ მსოფლიოს შეცვლა შეგვიძლია! ამგვარი ოცნებები ზრდის მოქალაქეთა ამბიციებს. დროა დავიწყოთ მომავლის სამყაროს შენება დღეს. კიდევ ერთ გორაკს იქით, ჰორიზონს მიღმა... იპოვე საკუთარი ადგილი სამყაროში, სამყარო უზარმაზარია და გამოუკვლეველი. სამუშაო ძალიან ბევრია..." ასევე დაგაინტერესებთ: "საზღვრის კიდემდე" - მეცნიერების სიმფონია განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 72 3-ს მოსწონს
|