სიახლეები როგორი იქნება პირველი ქართული სახანძრო მანქანა 2018, 9 ნოემბერი, 13:05 ![]() საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანის ფასი 190 000 ევრო იქნება, ანუ 25 ათასი ევროთი ნაკლები, ვიდრე ქართულ ბაზარზე არსებული MAFIRUS TSF-W, ამასთანავე ტექნიკური მახასიათებლებითაც მასზე უფრო მაღლა იდგება. მთავრობის გეგმით ახალმა მანქანებმა ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს საბჭოთა სახანძრო მანქანები, პირველ რიგში განახლება რეგიონებიდან დაიწყება. ქართული სამაშველო-სახანძრო მანქნები 2019 წლიდან გამოჩნდება. ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია. “ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, “DELTA-ს” მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა. ![]() იხილეთ სხვა ავტოსიახლეები382 3-ს მოსწონს
|