x
image
alex999
Mediator image
ღია წერილის სახით გაცემული პასუხი ბიძინა ივანიშვილს! (დავით ნემსაძე)
პასუხი ბიძინა ივანიშვილს


ნახევრად ნათქვამი სიმართლე ტყუილზე მეტად დამღუპველია...


image


არც იმ მდგომარეობაში ხართ ჭკუა გვასწავლოთ და ვერც ჩვენი ნდობით ინუგეშებთ თავს.
სანახაობა გაუფერულდა, შავი პური კი არ იშოვება.ხალხის მასას სხვაგვარად ვერ ანუგეშებთ.
-სიღორესა და სადიზმს შორის განსხვავება უდაოდ არის, თუმცა თუ მაკიაველს დაუჯერებთ ხალხს ხანდახან სადიზმი უფრო მოსწონს ვიდრე სიღორე, ვინაიდან სადიზმი სანახაობაც არის, რაც ზოგს იზიდავს, მავანს კი აფრთხობს.



სიღორეს ძალადობიდან განსხვავებით ძალაუფლების შენარჩუნებაში არანაირი როლი არ აქვს. თქვენი ხელისუფალი კი გარყვნის სიღორისეულ ცოდვაში იძირება.


უსმენდი თქვენს მონოლოგს და იმდენ შეუსაბამობას წავაწყდი, სიმწრით აღმომხდა “ამ სიმართლით რომ თქვენი ბიზნესი აგეწყოთ მილიარდელი კი არა დახლის გადამყიდველიც ვერ გახდებოდით.’’

თქვენს ტექსტში გაჟღერებულ ფრაზებს მივყვეთ, მოვლენებიც ამის მიხედვით განვიხილოთ რომ სიმართლე ტელეკომპანია “ობიექტივი“-ს დღევანდელ ქრონიკას არ დაემსგვსოს.


1.სწორი ხედვა და კრიტიკა..

პასუხი: ვინც დღეს სწორად ხედავს და თქვენს მიერ შექმნილ რეალობას აკრიტიკებს, დისკრედიტირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული, ბატუტზე მხტომელა არაკომპეტენტური გომელაურის და მისი კორუმპირებული მოადგილეების მიერ. თქვენს კრიტიკაში მხოლოდ მართული ბრბო გაწყობთ, ნაყიდი პოლიტ პარტიები, თუნდაც თქვენს მიერ გადარჩენილი ნაც მოძრაობა და რადგან, სწორი ხედვა და ჯანსაღი კრიტიკა ისურვეთ განვაგრძობ შემდეგს ...


2.მე შევქმენი თავისუფალი მედია ..

რომელი მედია? ის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ არა, რომელიც“ გააგრძელე საქართველოს ისტორია’’-ს სპობს? რომელიც ვეტერანების ინტერვიუებს“ აპატიმრებს ‘’, თუ ის მაუწყებელი, რომელიც სუსი-ს ოდეერის მიერ იმართება .ასე თუ არ არის, სად გაქრა სკანდალური სიუჟეტი 2008 წლის კოდორის ჩაბარების ბრძანების გამცემ ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე, რომელიც არმიის ვ.პოლკოვნიკმა ზაზა ქვარაიამ გააკეთა, სად გაქრა პოლიტ დევნილის ვიქტორ ჭელიძის ინტერვიუ ან ავღანეთის ომის ინვალიდის ინტერვიუ?

მართული, პრივატიზებული და მანიპულირებული მედია .აი, რაც თქვენ შექმენით. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, გეოპოლიტიკური ძმის ინტერესია. თქვენთვის ჭკუის სასწავლებლად და ყანის საფრთხობელად რომ დაგიტოვეს .ამას თქვენ არ წყვეტთ, ასე რომ იყოს ამ საკითხს სამართლიანობის აღდგენით მოაგვარებდით და მკვლელების ტელევიზიას მაუწყებლობის უფლება არ ექნებოდა.


3.ახსენეთ პარტია - როგორც მიზანი საშუალების მისაღწევად. აქვე დასძინეთ, რომ პოლიტ პარტია რომელიც ხალხს შორდება ძალაუფლებას კარგავს.

თქვენი პარტია “გამარჯვების“ მეორე დღიდან დაშორდა ხალხს, გახსოვთ 2012 წელს როგორ მიატოვეთ ხალხი, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარტიულ ოფისებში მოგადგათ? პასუხი ასეთი იყო :

“ჩვენ უკვე ხელისუფლებაში მოვედით პოლიტ შტაბებში არაფერი გვესაქმებაო“

მაშინ ვერ იგრძენით ხალხს რომ შორდებოდით?

ეს სულ რაღაც 6 წლის წინ იყო.


4.თუ ხელისუფლების რომელიმე შტომ არ ივარგა, მე პირადად წავალ მის წინააღმდეგ.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ თქვენი ხელისუფლების რომელმა შტომ ივარგა?

გუშინ 4 შვილის მამა, ავღანეთის ერაყის და 2008 წლის ომების ნაღმზე აფეთქბული მონაწილე არჩილ გულაშვილი იზორიას მიერ გაგდებული საზარელ მდგომარეობაში ვნახე .იზორია სასახლეებს იშენებს, სესიაშვილი კი მისი შვილით სახელმწიფოს ბალანსზე ზის .ეს არ იკმარა და 5 სართულიანი “ყაზარმა" წამოჭიმა. აუზი იქნებ თავად გაუვსოთ და შიგ ზვიგენიც გაუშვით -ამ ხელისუფლების სიმბოლო, როგორც წინა მთავრობის მოგონება მტაცებლურ ინსტიქტებს დაუკმაყოფილებს.


6.ფიქრობთ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა?

ჩვენ არ ვფიქრობთ, ჩვენ ეს დარწმუნებით ვიცით.


7.მე კარგად მესმის თქვენი...

ჩვენ გვესმის ის, რაც გვესმის და ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ .ეს არც მირაჟია და არც ილუზია.ჩვენ ხალხი ვართ და თქვენ ისე არ გესმით ჩვენი როგორც თქვენ ჩვენი.


8.ვინც გულგატეხილიაო....

ყველა გულგატეხილია....


9.ზოგიერთი მოხელე პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს...

ყველა მოხელე პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. დაასახელეთ რომელი მათგანი ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე მის პირად სიკეთეზე მეტად?


10 ასეთი წარმატების წლები არ გვქონია, მაგრამ სახელმწიფო გამოწვევად მაინც სიდუხჭირე რჩება...

თუ 6 წელი წარმატებული იყავი, სამყარომ გაქო და გადიდა, ქვეყანა ისევ სიდუხჭირის პირას რატომ არის? ესეიგი არანაირი წარმატება არ გქონია, იმიტომ რომ ერთი მეორეს გამორიცხავს...


11.ძველი გვარდია..

არანაირი ძველი გვარდია თქვენ აღარ გყავთ. ხალხი თქვენ აღარ გენდობათ, ისე როგორც სააკაშვილს. ხალხი III-მე ძალას ითხოვს....


12. მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება..

ვინ დაგპატიჟათ, საფრთხე თქვენი იყო და მის ასაცილებლად მობრძანდით. ხომ იცით, ხალხი არ გაპატიებდათ და არც გაპატიებთ თუ...

რომის იმპერატორი ცინცინატუსი ყანაში მისი ნებით წავიდა. მას ხელისუფლებაში მოსვლა ხალხმა სთხოვა, იძულება კი სამშობლოს განადგურებამ გამოიწვია. ბრძოლა მოიგო და ისევ ყანაში დაბრუნდა.

- თქვენ ამას შეძლებთ?

-სად არის თვქვენი ყანა?

განა ყანაში წასვლა მართვის უგულველყოფას ნიშნავს?

განა ყანაში სარეველა არ ხარობს?

-რა არის თქვენთვის სარეველა?



13. ისტორიულ გზა-გასაყარზე დგომა, ნატოსთან ინტეგრაცია ...

სიმართლე-ბოროტება, შავი-თეთრი, დასაბამი-დასასრული. მსოფლიო პოლიტიკურ რუქას დახედეთ, ეს მერიდიანი ატლანტიკის ოკეანე არ არის...



14 ახალგაზრდები ქვეყნის მართვაში და პოლიტიკის შემუშავებაში...

თქვენი გუნდის კორუფციულ სიღორეში ჩასვრილი წევრები, პოლიტიკაში ახალგაზრდებს მოუშვებენ?

მათთვის ეს ქვეყანა საჯიჯგნი ხორცია.

რა გითხრათ, 34 წლის ვარ, ბებერს ჩემზე ვერ იტყვის კაცი.
ქუჩის მეძავს რამოდენიმე 1000 ლარი რომ გადაუხადეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩემს სათვალთვალოდ ავდექი და კარგად ნაცნობ სესიაშვილთან მივედი უთხარი ხალხს შია, რაში ხარჯავთ ბიუჯეტის ფულს .აქ ვარ მკითხეთ რას მითვალთვალებთ მეთქი....

(არ მცოდნია თურმე კარგად) ასე მიპასუხა “კარგი კაცი ხარ ოღონდ პოლიტიკაში არ ჩაერიო“-ო.

ვისთვის ცხოვრება პოლიტიკაა და ვისთვის პოლიტიკაა ცხოვრება. მაგარი ლუკმა კი მიეცით. სესიაშვილმა საცოდავი ხალხის კისერზე წარმატებით იოცნება და კოშკებიც ააგო.


.
15 ხელისუფლების დასჯის სურვილით საკუთარი მომავალი არ დასაჯოთ...

ეს მუქარა ნარევი ტექსტია. ხალხი ბრძენია, ამიტომ ნაცების და ქოცების ომს გაემიჯნა და 83% სახლში იჯდა, დუმდა. ასეთი ხალხი საკუთარ მომავალს არ უღალატებს. ის რაც ხდება, მხოლოდ ოცნებისთვის და ნაცებისთვის უარესი შეიძლება იყოს ...
ვერაფრით გაგვაკვირვებთ . პილატეს არ იყოს “რაც დავწერე დავწერე“

სამწუხაროდ თქვენ, ხალხი, სახელმწიფო და სიმართლე დიდიხანია სხვა განზომილებაში იმყოფებით.



P.S.
ჩემი ერი რომელიც თემურ ლენგის შემოსევებმა ვერ მოსპო “მიშა მოვათი “ ვერავინ დააშინებს.


image













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. სატაცური - ეს უნდა იცოდეთ!

2. ქვიზი - რამდენად კარგად იცით საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია (ფეხბურთი)

3. "რას ნიშნავს იყო ბედნიერი" - ილუსტრაციები, რომლებიც წამიერად მაინც გაგაბედნიერებთ!

4. ერთადერთი კომუნისტური ქვეყანა მსოფლიოში - "კუბა" -ყველაფერი რაც კი დღემდე არ იცოდით !

5. მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი 12 ადამიანი!

6. ეს გოგონები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის მამაკაცები - ისრაელის ქალთა სამხედრო არმია!

7. ღია წერილი კახა კალაძეს, დავით ნემსაძისგან!

0
988
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
988
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0