x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„7 ნოემბერი ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა, დროა ვთქვა, ასეთი შეცდომა არ დამიშვია“ - გვარამია
image


ნიკა გვარამიას აღსარება 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ გვარამია დარბევის დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს დარბევა მისი დიდი შეცდომების შედეგიც არის. ის გულწრფელად წერს, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი შეცდომა არ დაუშვია.


„მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მწამს, ფაქტებით ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაინც ვიტყვი, ოღონდ არც მთავრობის, არც რომელიმე უწყების, არც რომელიმე ხელმძღვანელის ნაცვლად ლაპარაკს არ ვაპირებ.

.


7 ნოემბერი (მოვლენები და არა დარბევა, ცხადია. ეს გადაწყვეტილება პროკურატურაში არ მიიღებოდა) ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა. დროა ვთქვა ჩემი და არა კოლექტიური სახელით - ასეთი შეცდომა (მთელი წყება) არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია. ანთებული ვიყავი, დარწმუნებული, რომ კვლავ ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ ჩემ თვალ წინ და რაც ყმაწყვილობის ასაკში ვერ ვქენი (გამსახურდიას დამხობისას), ახლა უნდა მექნა. ანთებული მდგომარეობა, კიდევ, არ არის კარგი სახელმწიფო მოხელისთვის, მით უფრო, სამართალდამცავისა და ძალოვანისთვის, ვინც სულ ცივსისხლიანი უნდა იყოს. ახლა ვიცი, მაშინ არ ვიცოდი.

.

ოღოდ არა იმედის ნაწილში, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, ლამის ხარაკირი გავიკეთე თავის დროზე ამის ნიადაგზე. რაც ჩემია, ჩემია. იმედის დარბევაზე პასუხისმგებლობა ამ რიგს არ განეკუთვნება.

.

ოღონდ ესეც უნდა ვთქვა: 7 ნოემბრის ფაქტის მერე, ნაცემივით იყო ყველა, ვისაც ვიცნობდი - გინდ ხელისუფლებიდან, გინდ ჩვენი ამომრჩევლიდან. ერთადერთი ადამიანი მეგულება ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი მაშინდელ საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მეგონა, რომ ბადრი რომ მოიშორა, მისი მთავარი მტერი, იმიტომ. ახლა ვიცი, ჩათვალა ორივე მოიშორა - მიშაც და ბადრიც, და იმიტომ. მაშინ უკვე იცოდა, რას იზამდა 2011 წელს, “ - წერს ნიკა გვარამია.


image

1
662
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
662
  
2018, 8 ნოემბერი, 11:00
რამ აიძულა ,,ბოდიშის,, მოხდა? როდის იყო ეს ამ ტონალობაში მეტყველებდა?)
0 1 1