x
image
კატო ემხვარი
10 ქართველი მწერლის ფრაზა ცხოვრებისეულ სიმართლეზე
image


1. "ღირსებით ნაკლის მიჩქმალვა შეუძლებელია, ნაკლი მხოლოდ სხვა ნაკლით მიიჩქმალება." – ჯემალ ქარჩხაძე


2. "ასეა, სიყვარული კორექტურულ შეცდომას ჰგავს, სადაც არ გგონია, იქ შეგეპარება." – კონსტანტინე გამსახურდია


3. "ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა." - ჭაბუა ამირეჯიბი



4. "ნუ დაკარგავთ საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას... იყავით თავისუფლები, ლაღები, ლამაზები. ფერადკაბიანები. ჩაიცვით ბევრი კარგი ხასიათი და მოირგეთ თქვენივე თავი. კაცები, რომლებიც ქალებს ტოვებენ, ისევ ქალებთან მიდიან. ქალებთან, რომლებმაც თქვენზე უკეთ გაიგეს საკუთარი თავის ფასი..." – ანა ლაშხელი - ონიანი


5. "დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.” – გურამ დოჩანაშვილი


6. "ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო... მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ." – ჯემალ ქარჩხაძე


7. "სამყაროში ადამიანი, რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო მარტოა". – ბესიკ ხარანაული


8. "სიმშვიდე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს, ვიდრე სიწყნარე." – დათო ტურაშვილი


9. "ნამდვილი სიყვარული, ქრონიკულ დაავადებას ჰგავს, ის არ იკურნება..." – გელა ჩარკვიანი


10. "გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთან." – რამაზ გიგაური



0
153
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0