x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი
image

მწერალი და რამდენიმე შვილის მამა, მაიკ ბერი, თავის ბლოგში ხსნის, თუ რატომ არის მისთვის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი და რატომ უნდა იცხოვროს ყველა ოჯახმა ამ აზრით. ბლოგზე განთავსებული სტატია ძალიან პოპულარული გახდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში: ზოგმა ავტორი გააკრიტიკა, ზოგს კი მოეწონა მაიკის მიდგომა ოჯახისადმი.


მაიკი და მისი ცოლი კრისტინა ერთად 8 ნაშვილებ ბავშვს ზრდიან. უკვე 17 წელია, რაც ისინი დაქორწინებულები არიან და აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ სამუშაოებში, ცდილობენ სხვა ოჯახებს დაეხმარონ ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში.


მაიკის საინტერესო სტატიას გაგაცნობთ.


image

ჩვეულებრივ, ღამის 9-ის ნახევარზე ჩემს ქალიშვილებს პირველ გაფრთხილებას ვაძლევ, 9 საათზე კი ვეუბნები: "ოთახებში წასვლის დროა". ამას თითქმის ყოველ საღამოს ვაკეთებ და ისინიც ყოველ საღამოს მეკამათებიან: "რატომ უნდა წავიდეთ დასაძინებლად? ჩვენ ხომ ბავშვები აღარ ვართ"!


"შეგიძლიათ, ჯერ არ დაიძინოთ; უბრალოდ, იმას გთხოვთ, რომ მისაღები ოთახიდან გახვიდეთ. დედათქვენს და მე მთელი დღის განმავლობაში არ გვინახავს ერთმანეთი, რადგან ვმუშაობდით. ახლა კი დროის ერთად გატარება გვჭირდება".


გოგონები თვალებს ატრიალებენ.


სიმართლე ვთქვა, რაც თავი მახსოვს, ამ ტრადიციას მივყვებით. უკვე 15 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე მშობლები გავხდით და ყოველთვის დიდ დროს ვატარებთ ბავშვებთან, მაგრამ არა 24/7. რა თქმა უნდა, გვიყვარს ჩვენი შვილები, ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში; ყოველთვის შეუძლიათ დაგვეყრდნონ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, მხარდაჭერა და სიყვარული.


თუმცა, ბავშვების გარდა არსებობს ცალკე "ჩვენ", ცალკე ჩვენი ურთიერთობა. კრისტინა და მე ყოველთვის დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქორწინება მყარი და ძლიერია. არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ქვევით გთავაზობთ 4 მათგანს.








1. ჯანსაღი ქორწინება ბედნიერი ოჯახის საფუძველია.

ოჯახის საფუძველი ბავშვები ვერ იქნებიან; რა თქმა უნდა, მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა თქვენ და თქვენს პარტნიორს გეკისრებათ. ბავშვები კი საკუთარი ცხოვრების გზას თქვენს მაგალითზე აირჩევენ.

image








2. ბავშვებამდე ვიყავით მხოლოდ "ჩვენ".

სანამ ისინი გაჩნდებოდნენ, მხოლოდ "ჩვენ" ვიყავით. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა, ერთად ვაცდენდით გაკვეთილებს, მთელი ღამე ვსაუბრობდით მობილურზე, შემდეგ გადავწყვიტეთ, მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა. რთულ ბილიკზე ერთად შევდგით ფეხი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. ამის შემდეგ, არაჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ისინი გვყავს, მაგრამ ჩვენი ქორწინება, ჩვენი ერთად გასატარებელი დრო შეზღუდულია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის დავიცვათ!

image








3. და მათ შემდეგაც დავრჩებით "ჩვენ".

არაფერი გრძელდება სამუდამოდ. დადგება დრო, როცა ბავშვები გაიზრდებიან და გაფრინდებიან, ბუდეს დატოვებენ. ამაზე თქვენი დამოკიდებულება არ ვიცი, მაგრამ ჩემს სახლში ნამდვილად არაა ადგილი 30 წლის ადამიანებისთვის. ასე რომ, როცა ისინი გაიზრდებიან, სახლს დატოვებენ, საკუთარ ოჯახს შექმნიან და საკუთარ შვილებს გაზრდიან, ამ დროისთვის მინდა, ისეთივე ძლიერი და ინტიმური ურთიერთობა მქონდეს საყვარელ მეუღლესთან, როგორიც თავიდანვე მქონდა. ასეთი მომავლისთვის კი აუცილებელია, სწორედ ახლა, ამ მომენტში ვმუშაობდეთ ჩვენს ურთიერთობაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. და რა თქმა უნდა, ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

image








4. ჩვენ მომავლისთვის მაგალითი უნდა მივცეთ სხვებს.

როგორც უკვე ვახსენე, ბავშვები ყოველდღე გვიყურებენ და სწავლობენ ჩვენგან. მე ხშირად ვამბობ: "ჩვენ ბავშვბს კი არა, ზრდასრულ ადამიანებს ვზრდით". ვიმეორებ, ამაზე თქვენი დამოკიდებულება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენს შვილებს თავიდანვე სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ პაემნების, სიყვარულისა და ოჯახის მიმართ. მინდა, ჩვენი ქორწინება მაგალითი იყოს მათთვის. ბავშვები ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები არიან, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ჩემი ცოლი დგას.


დღის ბოლოს მთელი ოჯახი დაღლილი და დაძაბულია ხოლმე. რა თქმა უნდა, შვილებს სჭირდებათ თქვენი ზრუნვა და სიყვარული, მაგრამ პირველ რიგში პარტნიორთან ურთიერთობას მიხედეთ. როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვართ, დედისა და მამის მათ მიმართ სიყვარულშიც დარწმუნებულები არიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ასე ისინი უფრო თავდაჯერებულები ხდებიან.


ჩვენ გიჟური გრაფიკი გვაქვს, ყოველთვის განვიცდით დროის ნაკლებობას. მთელ დღეს შვილებთან ვატარებთ, ამიტომაც ვთხოვ ხოლმე მათ, რომ ღამის 9საათზე დასაძინებლად წავიდნენ. ამიტომაც არის, რომ თვეში ორჯერ მე და ჩემს ცოლს პაემანი გვაქვს და ხშირად დავდივართ ერთად სხვადასხვა ადგილებში.

რადგან ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა!

რადგან, ყველა ამ მიზეზის გამო, ჩემი ცოლი ჩემთვის პირველ ადგილას დგას!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს

image

2. მეცნიერებმა ქორწინების ყველაზე ბედნიერი და რთული წლები დაასახელეს

image

3. პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ

image


1
20157
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
20157
  
2018, 9 ნოემბერი, 12:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1