x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცრუ განცხადება ილია II-ის სახელით, სახელწოდებით-"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“

imageგაურკვეველი ორგანიზაცია "ძლევაი საკვირველი" ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც 2500 მოწონება და 1500-მდე გაზიარება აქვს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“

image

ძლევაი საკვირველი·პარასკევი, 02 ნოემბერი, 2018
image
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მინდა გულისტკივილით გამცნობოთ, რომ ჩვენი სამშობლო უდიდეს განსაცდელშია! ღვთისაგან თქვენ გეძლევათ ისტორიული შესაძლებლობა გადაარჩინოთ საქართველო სულიერი და ფიზიკური განადგურებისაგან, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ხუთივე პირობას შეასრულებთ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ უნდა დადოს შემდეგი ხუთი პირობა:
  • ყველა მიგრანტს (ირანელს, თურქს, ინდოელს, ჩინელს, ერაყელს, სირიელს და ა.შ.) უნდა ჩამოერთვას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება და მომავალშიც არ უნდა ჰქონდეთ ამისი შესაძლებლობა. გამონაკლის შემთხვევას უნდა წარმოადგენდნენ: ა) ქართველური წარმომავლობის პირები, როგორებიც არიან ფერეიდნელი ქართველები, ლაზები, ტაო-კლარჯელი ქართველები და ა.შ. ბ) ასევე ის უცხოელები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტირებით შექმნილ საწარმოში დაასაქმეს არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქეებისა (გამომდინარე ამავე საწარმოს თანამშრომელთა მთელი რაოდენობიდან). გ) ასევე ის უცხოელები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროებში.
  • კონსტიტუციურად უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის მიყიდვა.
  • 14 წლის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დაშვებულ უნდა იქნას ალტერნატიული არაელექტრონული პირადობის მოწმობები.
  • ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან“ ამოღებულ უნდა იქნას შემდეგი სიტყვები და ტერმინები: „გენდერული იდენტობა“, „სექსუალური უმცირესობა“. შესაბამისად უნდა აიკრძალოს სოდომური ცოდვების ნებისმიერი პროპაგანდა.
  • პარლამენტიდან სამუდამოდ უნდა იქნას გაწვეული ე.წ. „კანონპროექტი კანაფის წარმოების შესახებ“ და კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ისეთი შესწორება, რომელიც აკრძალავს საზოგადოებისა და პიროვნების დეგრადირების საფრთხის შემცველი კანონების მიღებას.
მე მოვუწოდებ პირველ ტურზე სახლში დარჩენილ ამომრჩეველთა 60%-ს ხმა მისცენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას თუ კი მეორე ტურის ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 დღით ადრე, „ქართული ოცნება“ აქ ჩამოთვლილ უკლებლივ ხუთივე პირობას დადებს, ღვთისა და ქართველი ერის წინაშე.
როგორც რუსეთის მთავრობიდან ისე ევროკავშირისა და აშშ-ს მთავრობებიდან, უკვე 25 წელზე მეტია რაც ჩემზე და ეკლესიაზე ახორციელებენ ჯერ არნახულ ზეწოლას, რომ თუ ეკლესია ღიად ჩაერევა პოლიტიკაში ეროვნული საკითხების დასაცავად, მაშინ ისენი საქართველოში ხელს შეუწყობენ სამოქალაქო ომის გაჩაღებას! ამიტომ სიმართლის თქმისათვის წმ. სინოდიდან შევარჩიე ჩემი უერთგულესი და სასწაულთ მოქმედი მეუფე („მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ დამაარსებელი „დაფარული მეუფე“ #დაფარულიმეუფე), რათა ყველას გააგებინოს ჩემი ეს მიმართვა, რომლის საჯაროდ გამოცხადებასაც მკაცრად მიკრძალავენ, საქართველოს განადგურების მუქარით.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ამინ!
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
2 ნოემბერი, 2018 წ.
image

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

image

სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი ასეთი სათაურით: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა “ქართული ოცნებისადმი, -“ სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან, ნათქვამია, რომ თურმე არსებობს ვინმე “დაფარული მეუფე“ – მოძრაობა “ძლევაი საკვირველის“ დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.
განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი “დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა “ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი.

საერთოდ, გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.

ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას; ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ვისაც სოციალური ქსელით კათოლიკოს-პატრიარქის ან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია სურს გაიგოს, მასალები უნდა მოიძიოს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.
0
366
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0