საზოგადოება საღეჭი რეზინის პირველ გამოჩენას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - რა მოხდა "ჰოკეის მატჩის" დროს? 2018, 5 ნოემბერი, 10:39 საბჭოთა კავშირის დროს, გარკვეული სახეობის ტკბილეული, ნივთები თუ ტანსაცმელი, უბრალოდ ოცნება იყო უამრავი საბჭოელი ბავშვისთვის. 1970-იანი წლებიდან კი საღეჭი რეზინის იმპორტი დაიწყო და თითქოს მთელი ქვეყანა შეიშალა ჭკუიდან. მისთვის კი, უცხო ქვეყნებიდან საბჭოურ ქვეყნებში სპეციალურად ჩადიოდა ხალხი, რომ ეს ახალი და წარმოუდგენელი "სუვენირი" თავიანთ ქვეყანაშიც შეეტანათ.
სკოლებში მაშინვე დაიწყო ამბის ტირაჟირება, რომ საღეჭი რეზინი მავნეა და უნდა აიკრძალოს, რომლისაც სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ბევრს სჯერა. 1975 წელს, მოსკოვში, კანადის ბავშვთა ჰოკეის გუნდი ჩავიდა, თამაშს კი სპონსორობდა მსოფლიო მწარმოებელი საღეჭი რეზინის ფირმა Wrigley. ხელშეკრულების თანახმად, კანადელ ბავშვებს მიეცათ საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი შეფუთვები დიდი რაოდენობით და მათ უფასოდ უნდა დაერიგებინათ საბჭოელი ბავშვებისთვის. მესამე მატჩის დროს სპორტის მაყურებელმა იმატა, გაიგეს რა უცხო და უფასო საღეჭი რეზინის შესახებ. ეს სიკეთე კი მაყურებლის უპრეცედენტო მოზიდვის მიზანი იყო, პარალელურად კი რეალიზდებოდა ტკბილი სასუსნავი. ხალხის ნაკადმა იმდენად იმატა და მხოლოდ და მხოლოდ საღეჭი რეზინის გამო, რომ რიგითობა დაირღვა და "ბრბოს ტალღა" უკონტროლო გახდა. უფასო საჩუქრისთვის ზოგი პირდაპირ აივნიდან ხტებოდა, ზოგიც კიბიდან დაგორდა და საბოლოოდ, ჯამში 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი. ინციდენტის გამო სპორტის სასახლის დირექტორი დაიჭირეს, რადგან იდეა ფატალური შემთხვევებით დასრულდა. ტკბილი დელიკატესის იმპორტის ამბავი კი მარტივად გადაჭრეს, გადაწყვიტეს, თავად ეწარმოებინათ საღეჭი რეზინი. თავდაპირველად მისი მხოლოდ რამდენიმე სახეობა ჰქონდათ, თუმცა 1980-იანი წლებიდან კი სახეობები გაფართოვდა. იხილეთ აგრეთვე: ● იცოდით, ძველ ფოტოებში, ხალხს რატომ აქვთ ხელი სხვის მხარზე? ● ჩერნობილის აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა! გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროეს ● საბავშვო ბაღზე "თავდასხმის", ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის, დღემდე უცნობი დეტალები ● რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდით ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ? ● ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორია ● რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადა 166 12-ს მოსწონს
|