x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138961
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი გვატყუებს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image


თუ ადამიანის სხეულის ენას და მიმიკებს დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით, როდის გეუბნებათ სიმართლეს და როდის ტყუილს. საქმე ისაა, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანი სხვადასხვაგვარად იტყუება. გთავაზობთ სტატიას, რომლის წაკითხვის შემდეგაც ვეღარავინ მოგატყუებთ.
თუ თქვენ წყლის ნიშნების წარმომადგენელი ხართ, ტყუილს ინტუიციით იგრძნობთ - მთელ სხეულს მოიცავს ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ თუ მიწის, წყლის ან ჰაერის ნიშანი ხართ, კარგად დააკვირდით ადამიანს, რომელიც ინფორმაციას გიზიარებთ ან კითხვებზე გპასუხობთ.


როცა ვერძი ტყუილს ამბობს, ცდილობს, მას მაქსიმალურად რეალური ელფერი მისცეს, შესაბამისად, დეტალებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, თუ ის გატყუებთ, რომ სამსახურში ბევრი საქმე აქვს, ჩამოთვლის რა დაავალეს, თითოეულ პუნქტს რა დრო დასჭირდება და ვის უნდა დაურეკოს.


თუ კურომ განიზრახა თქვენი მოტყუება, თავს მოგაჩვენებთ, რომ იმწუთას ფიქრობს თავის სიტყვებზე, მაშინ როცა წინასწარ აქვს ყველა წინადადება აწონილ-დაწონილი და სცენარში შეტანილი. ამ ნიშნით დაბადებული ეცდება, მისი საუბრის პროცესი ხელოვნურად არ მოგეჩვენოთ, სიტყვები კი ყალბად და დაზეპირებულად.


იმის მიუხედავად, რომ ტყუპი ძალიან ხშირად იტყუება - მეტიც, ერთ საათსაც ვერ გაძლებს ტყუილის გარეშე - მაინც შეიძლება მათი გამოჭერა. ისინი სიცრუეს თან ურთავენ სიმართლეს ხუმრობის ტონით, რომ ნათქვამის ეფექტი გააძლიერონ. მაგალითად:
- სად მიდიხარ?
- დაქალთან უნდა დავრჩე.
- მართლა?
- აბა, კლუბში ხომ არ წავალ, ღამის გასათენებლად?
სწორად მიხვდით, ტყუპი ზუსტადაც კლუბში აპირებს წასვლას.



საკმაოდ რთულია მიხვდეთ, როდის იტყუება კირჩხიბი, რადგან ის ნაწილობრივ სიმართლეს გეუბნებათ. მაგალითად, ეკითხებით:
- სად ხარ?
- ქუჩაში.
თქვენ იფიქრებთ, რომ უბრალოდ გარეთაა და ვერც კი წარმოიდგენთ, რომ სხვა ქალაქის ქუჩაშია.
თუ ისტორია, რომელსაც ამ ნიშნით დაბადებული გიყვებათ, ზედმეტად ლოგიკურია და კარგად დავარცხნილ თმას ჰგავს, ე.ი.სრულად ნახვა > > >

1
3327
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
3327
  
2018, 31 ოქტომბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1