x
image
თამილა გურაშვილი
"ახალგაზრდობის ელექსირი": მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების გზა აღმოაჩინეს
image
იმ შემთხვევაში, თუ მითიური "ახალგაზრდობის ელექსირი" არსებობდა, მაშინ ეს კოქტეილი ალბათ აუცილებლად შედიოდა იმ შემადგენლობაში, რომელიც სინგაპურის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ეს არის შემადგენლობა წამლების, რომლებიც უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც დადებითი გავლენის მქონე სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის ცხოველებში. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მეცნიერებმა მიაკვლიეს ახალ კომბინაციას, რომელსაც შეუძლია რამდენიმე სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაორმაგება.

ეს კოქტეილი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული ადამიანებზე, თუმცა, ნემატოდების ჭიებზე გამოცადეს. ახლა, მკვლევარების ჯგუფი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ეს კოქტეილი გამოცადონ ჩვეულებრივ ადამიანებზეც.

"მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურში, მოსახლეობის სიბერე დიდი გამოწვევაა. თუ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მეთოდს აღმოვაჩენთ, ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის დაბერების მავნე ზემოქმედების შეჩერებას, რაც ქვეყნებს არა მარტო სამედიცინო და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, არამედ, მათი ხალხის ცხოვრების ხარისხსაც გააუმჯობესებს." - თქვა იელის-ნუს კოლეჯის დოქტორმა, კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, იენ გრუბერმა.

სინგაპურში აღმოჩენილი სამკურნალო კოქტეილი არა მხოლოდ ცხოველების სიცოცხლეს, არამედ ხარისხსაც აუმჯობესებს. ანუ, სერიოზული გარღვევაა ჯანდაცვის თვალსაზრისით.



"თუ ეს მეთოდი იმუშავებს ადამიანებზე (და ეს არის საბოლოო მიზანი), მაშინ ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ, არა მხოლოდ ხანგრძლვად, არამედ სრულფასოვნად, ისე, რომ არ დაიტანჯონ ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ართრიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავდებები, კიბო, ალცჰეიმერის დაავადება."- თვლის გრუბერი.

კოქტეილში გამოყენებულია ისეთი წამლები, როგორიცაა რაპამიცინი, რიფამპიცინი, ფსორა-4, მეტფორმინი და ალანტონინი. ყველა ამ წამალს ინდივიდუალურად აქვს დადებითი ეფექტი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მაგალითად, რაპამიციინი გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებისთვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მაგრამ რეალური გარღვევა იყო სწორი ფორმულა, რომელიც ამ წამლების კომბინაციით არის შექმნილი, რაც მრავალმხრივად აძლიერებს ეფექტს. დღესდღეობით ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც გვხვდება დღეგრძელობისთვის.


ჯერჯერობით, სამკურნალო პროცედურები, ძირითადად, კენეროჰიდტიტის ელეგანის ჭიებზე ხორციელდება. ეს არის მიკროსკოპული ქმნილება ჩვეულებრივ ხანმოკლე ცხოვრების ციკლით . რა თქმა უნდა, ამან შეიძლება დიდი სხვაობა მოგვცეს ადამიანებთან შედარებით. მაგრამ ეს აუცილებელი პირველი ნაბიჯია უფრო კომპლექსურ ცხოველებზე ტესტირების დასაწყებად, რომლის ფინალიც ადამიანი იქნება.

დიდი ხნი მანძილზეს ეს ფორმა უნდა გაუმჯობესდეს. უნდა მოხდეს კომპიუტერული სიმულაციის სიაში სხვადასხვა ფორმულირებების შემოწმება, რომლებიც ასევე აღმოფხვრიან წამლების პოტენციურად მავნე ურთიერთქმედებას.

1
87
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
87
  
2018, 30 ოქტომბერი, 20:07
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1