ამოცანები ლოგიკური თავსატეხები. ნაწილი III (პასუხები აქვს) 2018, 29 ოქტომბერი, 13:10 კარგი გამოცანები დაკვირვების უნარის და დედუქციური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. თუ გინდათ, რომ გაიგოთ, რამდენად გაქვთ განვითარებული ეს უნარ-ჩვევები, ქვემოთ მოცემულ კითხვებზე გაეცით პასუხი. პასუხები პირდაპირ სურათებზეა მოცემული, უბრალოდ, კარგად დააკვირდით. რთული ნამდვილად არ არის. № 1№ 2ინსპექტორი შევიდა რესტორანში და გაცხარებული კამათის მოწმე გახდა. — თქვენ ხომ შემწვარი ხორციც შეუკვეთეთ, — მიმართავდა გაბრაზებული ოფიციანტი ნასვამ კლიენტს. — არანაირი ხორცი არ შემიკვეთავს! — აღშფოთებული იყო კლიენტი. — შემოვედი რესტორანში 1-2 საათის წინ, ყველანაირად ვცდილობდი ეკონომია გამეკეთებინა, და რა მივიღე! — თქვენ ნასვამი ხართ და არ გესმით, რა შეუკვეთეთ, ამ 2 საათში, — ეუბნებოდა მას ოფიციანტი. — სამაგიეროდ, თქვენ იცით კარგად, რომ მას არ შეეძლო აღნიშნული კერძის შეკვეთა, — ჩაერია კამათში ინსპექტორი. — გთხოვთ ახლავე გამომყვეთ პოლიციის განყოფილებაში! კითხვა: როგორ მიხვდა ინსპექტორი, რომ ოფიციანტი კლიენტს ატყუებდა?№ 3— ქალაქში ახლა ჩამოვედი და ვიღაც კაცმა საათი წამართვა მუქარით! — ყვებოდა აღშფოთებული ტურისტი პოლიციის განყოფილებაში. — მას ულვაშები ჰქონდა, ხოლო ქუდი... — ვფიქრობ, რომ დანაშაული 5 ტყუპი-კრიმინალიდან ერთ-ერთმა ჩაიდინა: ლუმ, ლომ, ლამ, ლიმ ან ლემ, — უთხრა დაზარალებულს პოლიციის უფროსმა. — ჩვენ უკვე ყველა მოვიყვანეთ და შეგიძლიათ დამნაშავე ამოიცნოთ. პასუხები:1. ოფიციანტი. ცაცია ოფიციანტისთვის სინის ტარება მარჯვენა ხელში უფრო მოსახერხებელია, ხოლო სუფრის მომსახურება – მარცხენა ხელით, რადგან ის, მისთვის «მუშა» ხელია, ხოლო მეორე – უბრალოდ დაფიქსირებული აქვს. 2. კედლის საათზე — 18:15-ია. ამიტომ, რესტორანში «1-2 საათის» წინ მისული კლიენტი შემწვარ ხორცს ვერ შეუკვეთავდა, რადგან მენიუს დაფაზე წერია, რომ ცხელი კერძის შეკვეთა მხოლოდ 15:00 საათამდე შეიძლება. 3. დამნაშავეა ლე. ლუს ქუდზე ზიგ-ზაგიანი ლენტი აქვს, ხოლო დამნაშავის ქუდზე, ლენტი – ზოლიანია. ლოს ხელი საერთოდ არა აქვს. ლას ულვაშები აქვს ქვემოთ ჩამოწეული, ლის კი, ხელი აქვს შეხვეული. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს) ლოგიკური თავსატეხები. ნაწილი II (პასუხები აქვს) იპოვეთ ქურდები. კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს) 420 3-ს მოსწონს
|