x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს
image

თუ გიყვართ მოგზაურობა და სხვა ქვეყნების დათვალიერებას აპირებთ, ამ სიას აუცილებლად გადახედეთ. გთავაზობთ სიას, რისი გაკეთებაც არასდროს და არაფრის დიდებით არ უნდა გააკეთოთ ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის დროს.

რა არის ეს?

1. საფრანგეთში ფულის თხოვნა და იმის კითხვა, თუ რამდენს შეადგენს შემოსავალი უკულტურობად ითვლება.



2. უკრაინაში ერთმანეთს ლუწი რაოდენობის ყვავილებს არ ჩუქნიან - თუ, რა თქმა უნდა, ყვავილებს გარდაცვლილის სასაფლაოზე არ დებთ.


3. ახალ ზელანდიაში თქვენი ავტომობილის საყვირს მხოლოდ მაშინ დააჭირეთ, როცა ნამდვილად გჭირდებათ - თუ არ გსურთ რომ თავი უცოდინრობით გამოიჩინოთ.


4. ინდოეთში მოგზაურობის დროს, ეცადეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ხალხში ხელით არ შეეხოთ.


5. იაპონურ რესტორანში სადილობისას დამატებითი საკომისიო არ დატოვოთ - ეს ოფიციანტს მხოლოდ შეურაცხყოფს.


6. მექსიკაში მოგზაურობისას გაითვალისწინეთ - ადგილობრივი ხუმრობა შეიძლება უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ მიიღოთ.


7. ნორვეგიაში არ ჰკითხოთ ადამიანებს, თუ ეკლესიაში რამდენად ხშირად დადიან - აქ თვლიან, რომ ეს ყველა ადამიანის პირადი საქმეა.


8. თურქეთში ხალხს არ უჩვენოთ შეერთებული ცერა თითი და საჩვენებელი თითი, როგორც მანიშნებელი რომ „ყველაფერი კარგად არის“ - აქ ეს ნიშანი შეურაცხყოფად ითვლება.


9. დიდ ბრიტანეთში, როგორც საფრანგეთში, ფულზე საუბრები ცუდ ტონად ითვლება, უფრო კონკრეტულად ხელფასზე საუბრები.


10. ირლანდიაში ირლანდიური აქცენტის იმიტირება არ გააკეთოთ - ადგილობრივები ხშირად ძალიან ტემპერამენტიანები არიან.


11. გერმანიაში ადამიანებს დაბადების დღე ამ დღის დადგომამდე არ მიულოცოთ - ეს ცუდ ნიშნად ითვლება.


12. კენიაში ადამიანების სახელით დაძახება, თუ მასთან მეგობრული ურთიერთობა არ გაქვთ - საკმაოდ შეურაცხმყოფელი არის.


13. ჩილეში ხელით არაფრის დიდებით არ ჭამოთ.


14. სინგაპურში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ჭამოთ.


15. აშშ იაპონია არაა, ამიტომ ოფიციანტისთვის ფულის დატოვება არ დაგავიწყდეს.


16. თუ იტალიაში აღმოჩნდებით, რესტორანში კაპუჩინო არ შეუკვეთოთ.


17. უნგრეთში სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჭიქების მიჭახუნება მიღებული არაა.


18. თუ თქვენი ჩინელი მეგობრისთვის საჩუქარს არჩევთ, გაითვალისწინეთ - ჩინეთში დაბადების დღეზე ქოლგის ან საათის ჩუქება მიღებული არაა.

0
1418
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0