x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138950
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
რატომ უნდა გააგრძელოთ მუშაობა მაშინაც კი, თუ მილიონს მოიგებთ
image

ბევრი ისტორია არსებობს ადამიანებზე, რომლებმაც ლატარია მოიგეს, რაღაც დროის განმავლობაში თავისუფალი და უზრუნველი ცხოვრებით იცხოვრეს, მაგრამ შემდეგ, როცა ფული დაუმთავრდათ, უაზროდ გაფანტული დრო ინანეს.


არის ადამიანების მეორე კატეგორიაც, ვინც ფულის მოგების მიუხედავად, მაინც განაგრძო მუშაობა. ზოგს არ ესმის, ყოველდღიურად რატომ დადიან სამსახურში ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, მთელი დღეები საწოლზე წამოკოტრიალებულებმა გაატარონ.


სხვადასხვა ქვეყნებში ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა: რესპონდენტებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, უცებ რომ დიდი ფული მოეგოთ. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა უფრო მეტს იმუშავებდა. სტატიაში ამ საკითხს ჩავუღრმავდებით და გავიგებთ, რატომ არ არსებობს საკმარისი რაოდენობის ფული სრული კომფორტისა და ჰარმონიისთვის და რატომ არის საჭირო მუშაობა მაშინაც კი, თუ მილიონს მოიგებთ.








რას ვიღებთ სამსახურიდან, ფულის გარდა?


image

✽ საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებთ.

სამუშაო გარკვეულწილად გეხმარებათ, მომავლის გეგმები დასახოთ. ის განიჭებთ დაცულობისა და სტაბილურობის განცდას. ამას გარდა, იცით, რომ არის ადგილი, სადაც წასასვლელი ხართ, რაც მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ.


✽ ხვდებით ახალი ადამიანებს.

ბევრი ფილმია გადაღებული სამსახურებრივ რომანზე და ეს გასაკვირი სულაც არაა. საერთო სამსახური ადამიანებს აახლოებს და აძლევს საშუალებას, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ასევე, სამსახურში კარგი მეგობრების შეძენაც შეგიძლიათ.


✽ უვლით თავს.

სამსახური მოტივაციას აძლევს ადამიანს, სახლიდან გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ადგეს საწოლიდან და მოემზადოს წასასვლელად. ვინც კარგად გამოიყურება, თავსაც კარგად გრძნობს.


✽ სამსახური გეხმარებათ, ებრძოლოთ მოწყენილობასა და დეპრესიას.

სამსახური კარგი ხერხია დეპრესიასთან საბრძოლველად, რადგან მთელ თქვენს ყურადღებას საჭიროებს და ნეგატიურ ფიქრებს გაშორებთ.


✽ მოტივირებული და დისციპლინირებული ხართ.

რა თქმა უნდა, სამსახური სამხედრო ვარჯიში არ არის, მაგრამ ის მაინც გეხმარებათ დისციპლინისა და ნებისყოფის გამომუშავებაში. სამუშაოს წყალობით, გარკვეული წესები გაქვთ შემუშავებული, გეგმავთ მომავალს, სწავლობთ დროისა და ფულის განაწილებას.


✽ სამსახური განვითარებაში გეხმარებათ.

ყველას აქვს საკუთარ თავში წარმოდგენა შექმნილი, ვინ უნდა, რომ გახდეს და რისკენ მიისწრაფვის. ზოგისთვის სამსახურში დაწინაურებაა მთავარი, ზოგი კი თავისი საყვარელი საქმის კეთებას ამჯობინებს, მაშინაც კი, თუ დიდი შემოსავალი არ ექნება.


✽ სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ.

ბილ გეითსს, უორენ ბაფეტსა და მარკ ცუკერბერგს შეეძლოთ, უზრუნველი ცხოვრებით დამტკბარიყვნენ და არაფერი ეკეთებინათ. მაგრამ, ამის მაგივრად, მათ საინტერესო და ფუნქციონალური რაღაცების გამოგონება განაგრძეს. მისცე ხალხს ის, რაც სჭირდება, მართლაც ძლიერი მოტივაციაა.







გამოუმუშავებელ ხელფასს ბედნიერება მოაქვს?

image

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მომდევნო 20 წელიწადში დღეს არსებული პროფესიების 47% გაქრება ტექნოლოგიების განვითარების გამო. შედეგად კი, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგრამ საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანებს არაფრის კეთებისთვის გადაუხდიან?


გასულ წელს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ექსპერიმენტები ჩატარდა. ექსპერმენტი განსაკუთრებით წარმატებული იყო კენიაში და ნამიბიაში, სადაც მონაწილეებს თვეში 10-30 დოლარს უხდიდნენ. მათ უკეთესად კვება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყეს. ზოგიერთმა საკუთარი ბიზნესიც კი შექმნა! ამას გარდა, ქვეყნებში კრიმინალის დონე შემცირდა. ზოგ ადამიანს მართლა აკლდა ფული საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, ამიტომ მათთვის თითოეული დოლარი ძვირფასი იყო. ამ ფულით მათ სასოფლო სამეურნეო იარაღების ან საკერავი მანქანის ყიდვა შეეძლოთ, რითაც შემდეგ კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავება იყო შესაძლებელი.


ასევე, ფინეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც საინტერესო შედეგი აჩვენა. 2 წლის განმავლობაში 2000 უმუშევარი ადამიანი თვვეში 560 ევროს იღებდა. ამ ფულს მათთვის სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნება უნდა გაეჩინა და სამსახურის დაწყების მოტივაცია მიეცა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ექსპერიმენტი შეწყდა, რადგან მკვლევარებმა გადაწყვიტეს, 560 ევრო არ იყო ის ფული, რაზეც შეიძლებოდა ხალხს მომავლის გეგმები დაეწყო და ძალიან ცოტა თანხა იყო ფინეთში ცხოვრებისთვის. ექსპერიმენტისთვის მეტი ბიუჯეტის გამოყოფა ვერ მოხერხდა.


საბაზისო შემოსავალს შეუძლია, ადამიანები ბედნიერები გახადოს, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორად გამოიყენებენ ფულს. მაგალითად, შესაძლებელი იყო ფულის ერთი ნაწილის ინვესტიციაში ჩადება, მეორის კი - ყოველდღიური საჭიროებებისთვის გამოყენება.







ფულის ბრუნვის ბუნებრივი წრე

image

"რა მოხდებოდა, ადამიანები რომ ერთმანეთს უზრუნველყოფდნენ ძირითადი შემოსავლით"? - ასეთი კითხვა დასვა სკოტ სანსეტმა და კამპანია crowdfunding campaign წამოიწყო, რამაც ყოველთვიურად 1000 დოლარი მოუტანა. სკოტი ამბობს, რომ ყოველთვიური მცირე შემოსავლით უზრუნველყოფა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი არ უნდა გახდეს, პირიქით, ეს ადამიანებს უნდა დაეხმაროს იმ პროფესიის პოვნაში, რომელიც გულით უნდათ და გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან გამკლავებაში.


გერმანულმა კომპანია Mein Grundeinkommen-მ უფრო დიდ შედეგს მიაღწია და დღეს, ამ კამპანიის ფარგლებში, 19000 ადამიანი ძირითადი შემოსავლით უზრუნველყოფს 13 ადამიანს გერმანიაში.


მარტინ ფორდი, Rise of the Robots-ის ავტორი, ფიქრობს, რომ ეს იდეა არარეალურია. დახმარება პლანეტაზე უამრავ ადამიანს სჭირდება; ამას გარდა, ყველა როდი დათანხმდება უცნობების ფინანსურად უზრუნველყოფას.







გააგრძელებდნენ თუ არა ადამიანები მუშაობას, ნორმალური ცხოვრებისთვის ძირითადი შემოსავლით რომ უზრუნველყოფილები იყვნენ?

image

წარმოიდგინეთ, რომ ლატარია მოიგეთ და ყოველ თვე, რამდენიმე წლის განმავლობაში, 1000 დოლარს გიხდიან. ისევ გექნებოდათ მუშაობის სურვილი? ალბათ, იტყვით, არაო, მაგრამ ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორ გაი სტანდინგის ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობა ფულის მოგების შემდეგ მუშაობის გაგრძელებას ამჯობინებს.


გაი სტანდინგის კვლევის მიხედვით, ლატარეიის მოგების შემდეგ ყველა ადამიანი, ვისაც სიღარიბის არ ეშინია, უფრო კრეატიული გახდება, მოუნდება საყვარელი პროფესიით დასაქმება და მიაღწევს წარმატებას. ისინი მეტი მონდომებით იმუშავებენ და გარისკავენ, რადგან ეცოდინებათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რამე არ გამოუვათ, უფულოდ არ დარჩებიან. #mybasicincome თუ აქ დააკლიკებთ, ნახავთ ინგლისურენოვან პოსტებს Twitter-ზე, სადაც ხალხი იმის შესახებ წერს, თუ რას გააკეთებდნენ, გარანტირებული მინიმალური შემოსავალი რომ ჰქონოდათ ყოველთვიურად. ძალიან ცოტა პოსტს წააწყდებით ისეთს, სადაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში უსაქმოდ იქნებოდნენ და არაფერს გააკეთებდნენ.


ბევრი ადამიანი ვერ რისკავს, მიჰყვეს ოცნებებს, რადგან მარცხის ეშინია, ბევრი ფული კი მათ თითქოს ზურგს გაუმაგრებდა ასეთ შემთხვევაში.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე image

2. როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო - 12 ხერხი image

3. ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!

image

3
683
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
683
  
2018, 30 ოქტომბერი, 23:58
მადლობა, ალექს♥♥
2018, 30 ოქტომბერი, 20:06
კარგი და საინტერესოა რათქმაუნდა. გასათვალისწინებელი პირველ რიგში
2018, 30 ოქტომბერი, 18:36
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ისს აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 3