საქართველო ნინელი ჭანკვეტაძე: "მე არავის, არაფერს დავპირებივარ და ნუ მთხოვთ პასუხს!" 2018, 23 ოქტომბერი, 11:18 "ჩვენ დღეს ვდგავართ გზაჯვარედინზე და შეგვიძლია, ავირჩიოთ გზა, როცა შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ წესიერი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც არაფრის ეშინიათ და უყვართ საკუთარი ქვეყანა. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა ფულით კეთდება და პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი მიზანი ფულია. ვფიქრობ, ეს მითიც დაიმსხვრევა, რადგან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უფრო მძლავრი იარაღი აქვს - ეს არის წესიერება, ღირსება და საქმის უანგაროდ კეთება. როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერავინ დააკავებს, ისე შეუძლებელია, ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა ვინმემ შეაჩეროს" - ეს სიტყვები მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ 2012 წელს წარმოთქვა, როდესაც "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერებს შორის იყო. ამჯერად ქალბატონი ნინელი ჟურნალისტების კითხვებს კატეგორიულად გაურბის, თუ რატომ? - ამის შესახებ თვითონ გვესაუბრება.
- ქალბატონო ნინელი, რას იტყვით დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, გაამართლა თქვენი იმედები "ქართულმა ოცნებამ"?
ყველას გთხოვთ, მე ნუ მთხოვთ პასუხს! თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი ან თეატრის დირექტორი! ჩვეულებრივი მსახიობი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ თავის არჩევანს აკეთებს! აქ დავასრულოთ! ჩემს არჩევანს პირადი სარგებლის მიღების მიხედვით არასოდეს გავაკეთებ! ჩემი ცხოვრება ყოველთვის ასე გაგრძელდება: ვიყავი მსახიობი, ვარ და ვიქნები...
- მაგრამ თქვენ 2012 წელს ხალხს ჰპირდებოდით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლებოდა...
- არსებობს არქივი, სადაც თქვენ ხალხთან შეხვედრაზე აცხადებდით, რომ თითოეულ სოფელს ექნებოდა 5-მილიონიანი პროექტების განხორციელების საშუალება, იაფფასიანი, ხანგრძლივი კრედიტები... - ჯერ იპოვეთ ეს ინფორმაცია და მერე მელაპარაკეთ! ვიმეორებ, რომ ეგ არის მტკნარი სიცრუე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები! ეგ იყო რაღაც სოფლის... კითხვის გაგრძელება > > >
2230 3-ს მოსწონს
|