x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას
კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას


ბერძნული მითების თანახმად, კოლხი მედეა იყო დიადი კოლხეთის სამეფოს მეფის, აიეტის (ბერძ. არწივი) ქალიშვილი. კირკეს ძმისშვილი. მზის ღმერთის - ჰელიოსის შვილთაშვილი. ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ჯადოქარი და მკურნალი. ხოლო მკვლევარები მის მიერ ჩადენილ ყველა "სასწაულს" მიაწერენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციას, რომელიც მაშინ უცხო იყო ძველი ბერძნებისთვის, ამიტომ ჯადოქრობად ეჩვენებოდათ, მაგრამ მედეა მხოლოდ მკურნალი არ ყოფილა, უფრო მეტიც შეეძლო: "ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის. ამ სასწაულებრივი წამლებით, გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს." წერს ძველი ბერძენი მწერალი აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკა"-ში. ამ ცნობის მიხედვით მედეას შესაძლებლობები მედიცინის ფარგლებს სცდება, თუმცა ამ კონკრეტული რიტუალების დეტალები ნაწარმოებში აღწერილი არ არის.


სამაგიეროდ, აღწერილია, თუ როგორ ასრულებს მედეა სხვა მაგიურ რიტუალებს, ერთ-ერთია მაგალითად ის, რომ სანამ ის "ჯადოსნური" წამლის მოსამზადებლად შესაბამის ბალახეულობას შეაგროვებდა, განბანვის რიტუალს ასრულებდა:


"შავი ტანსაცმლით მორთულმა მედეამ ამ მცენარის წვენი უკუნ ღამეში, კასპიურ ნიჟარაში მოაგროვა, ჯადოსნური მიზნებისთვის. სანამ ამას იზამდა, გრძნეულმა ქალწულმა შვიდგზის განიბანა სხეული დაუშრეტელ წყალში, და შვიდგზის მოუწოდა ბავშვების აღმზრდელ ბრიმას (ჰეკატეს)" (აპ. როდოსელი. "არგონავტიკა") განაგრძეთ კითხვა...



ეს მოვლენები ვითარდებოდა დაახლოებით ძვ.წ. მე-13 - მე-12 საუკუნეებში, დღევანდელი დღიდან 33 საუკუნის წინ. კოლხეთის სამეფო და მისი მრავალი ტომი ისე ყვაოდა მთელ დასავლეთ საქართველოს და დღევანდელი თურქეთის შავიზღვისპირეთის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ვრცელ ტერიტორიებზე, რომ მასზე მსოფლიოში ლეგენდები იქმნებოდა, ხოლო მისი ცოდნა და ტექნოლოგიური წინსვლა მაშინდელი მსოფლიოს სხვა ხალხებთან შედარებით იმდენად დიდი იყო, რომ ძველმა ბერძნებმა დაწერეს "არგონავტიკა", რომელიც ბევრი უცხოელი და ქართველი მკვლევარის აზრით ჰიპერბოლიბურად აღწერს რეალურად მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. თავად "ოქროს საწმისი" კი არ არის მდინარიდან ცხვრის ტყავით ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, არამედ ეს არის კვირბებზე, იგივე ცხვრის ტყავებზე დაწერილი უძველესი ცოდნა, ენციკლოპედია თუ შესაძლოა მთელი ბიბლიოთეკაც, სადაც მედიცინის, საზღვაო გზების და მთელი მაშინდელი სამყაროს მოწინავე სამეცნიერო ცოდნა იყო შეკრებილი. სწორედ ამის გატაცებაზეა საუბარი და არა რეალური "ცხვრის ტყავის" მოტაცებაზე. კოლხური სამედიცინო ცოდნა მედეამ დასავლეთში გაავრცელა და სწორედ ამიტომ ეწოდება სამკურნალო საქმეს მედიცინა, სახელ მედეადან გამომდინარე.


აქვე მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოში შექმნილი ხელოვნების უძველესი და შედარებით გვიანდელი ნიმუშები, არგონავტებისა და კოლხი მედეას თემაზე. აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ ბერძნული პირველწყაროების მიხედვით, მათ შორის უძველესი არგონავტიკის მიხედვით მედეა არ კლავს თავის შვილებს. ეს შემდგომ პერიოდში იქნა დამატებული მიზოგონი, ქალთმოძულე ტრაგიკოსის - ევრიპიდეს (ძვ.წ. 480 - 406 წწ.) მიერ:


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"ჯადოქარი მედეა" - ავტორი: ვალენტინ კამერონ პრინსეპი (1838-1904) ბრიტანელი მხატვარი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"იასონი და მედეა" - ავტორი: გუსტავ მორეუ. 1865 წ.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" - ავტორი: გუსტავ კლიმტი


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



კოლხი მედეა


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" - ავტორი: ანსელმ ფეუერბახი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1750-1752) - ავტორი: კორადო ჯიაკვინტო.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"იასონი და მედეა" (1907) - ავტორი: ჯონ უილიამ ვოთარჰაუსი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1868) - ავტორი: ჰენრი კლაგმანი (1842-1871)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1838) - ავტორი: იუჯინ დელაკრუა. (ინახება ლილლეს მუზეუმში)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1760) - ავტორი: შარლ-ანდრე ვან ლოო (1705-1765)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1868) - ავტორი: ენტონი ფრედერიკ აუგუსტუს სანდისი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" - ავტორი: ჯორჯ რომნი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"ილუზიებიდან გამოფხიზლებული მედეა" - ავტორი: პაულუს ბორი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" - ავტორი: ვიქტორ მოტტეზი (1809-1897)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1876) - ავტორი: აიმე ნიკოლას მოროტი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა შვილებთან ერთად" - ავტორი: მერილინ ბელფორდი


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა აახალგაზრდავებს იასონს" - ავტორი: კორადო ჯიაკვინტო


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა და მისი შვილები" - ფრესკა, რომელიც ვულკანით დაფარულ პომპეის გაწმენდის შემდეგ ერთ-ერთი სასახლის კედელზე აღმოაჩინეს. დათარიღებულია ახ.წ. 62-79 წლებით.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"იასონი სამუდამო სიყვარულს ეფიცება მედეას" - ავტორი: ჟან-ფრანსუა დეტრუა.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას




"მედეა" - ავტორი: ანდრე შიავონე.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



ძვ.წ. 330 წლით დათარიღებული ამფორა, რომელზეც გამოსახულია სცენა, თუ როგორ კლავს მედეა თავის შვილებს (რაც ვიმეორებთ, რომ არ შეესაბამება ორიგინალ ვერსიას და არის დამატებული ევრიპიდეს მიერ)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა კლავს ბავშვებს" - ავტორი: ტიციანი, ტიციან ვეჩელიო.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" - მალკოლმ მაკკლინტონი


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"იასონი და მედეა" (1630) - ავტორი: ჟან რეა (1577-1649)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეას გაქცევა" - ავტორი: მერილინ ბელფორდი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



მედეა აძინებს უძინარ დრაკონს, რომელიც იცავს კოლხურ ცოდნას - "ოქროს საწმისს"


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა" (1660) - ავტორი: ჯოვანი ბენედეტო კასტილიონე


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა შვილებთან ერთად" (1860) - ავტორი: ანსელმ ფეუერბახი (1829-1880)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინასკოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"მედეა და იასონი" - ავტორი: კარლ ვან ლოო


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



მედეა ტოვებს კოლხეთს არგონავტებთან ერთად


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"იასონი და მედეა იუპიტერის ტაძარში" - ავტორი: ჟან ფრანსუა დე. ტისენ ბორნემიზსას ეროვნული მუზეუმი.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას



"იასონი და მედეა" (1759) - ავტორი: კარლ ვან ლოო


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას




"იასონი და მედეა" - ავტორი: ჟან-ფრანსუა დეტრუა (1679-1752)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას




"მედეა და იასონი" - ავტორი: დანიელ ქრისტიან რაუხი (1777-1857)


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას




"მედეა და არგონავტები" - შექმნილია ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. ინახება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, პერგამონის მუზეუმში.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას




მედეას ძეგლი ბათუმში. ავტორი: დევი ხმალაძე.


კოლხი მედეა - ქალი,  რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას




იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1565
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1565
  
2020, 28 აგვისტო, 11:45
არის თუ არა მედეა მოღალატე?

მედეა დაეხმარა იასონს კოლხური ცოდნის გატაცებაში, კვირბებზე ანუ ცხვრის ტყავებზე დაწერილი საზღვაო გზების რუქების, სახელმწიფო კანონების, სამედიცინო ცოდნის და სხვა ჩვენთვის უცნობი ინფორმაციების ნაკრების, რასაც ოქროს საწმისი ეწოდება ანუ იგივე, რაც ბიბლიური "ცოდნის ხის ნაყოფი".
აფსირტე იყო აიეტის ვაჟი, მედეას ძმა და მან გადაწყვიტა რომ თავისი დის ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და საქმრო მოეკლა, როგორც თავისი სახელმწიფოს და ხალხის მტერი, რომელმაც გაიტაცა ეს საგანძური. მედეამ ეს არ დაანება, დაასწრო და თავისი ძმა მოკლა. მას თავისი შვილები არ დაუხოცია. მაგრამ ეს ნამდვილად ჩაიდინა და ეს ითვლება კიდეც მის დანაშაულად. და დიახ, ეს ნამდვილად სახელმწიფოს ღალატი იყო საქმროს სიცოცლის გადასარჩენად.

მაგრამ ამ ამბის მერე, რაც იასონმა მას უღალატა და კორინთელებმაც შვილები დაუხოცეს (რის გამოც ქრისტიანობის მიღებამდე კორინთოში ლოკალური წარმართული ტრადიცია იყო, რომ ყოველი წლის ერთ დღეს მიდიოდნენ და თავიანთი წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მედეას შესაწირავს სწირავდნენ და შესთხოვდნენ წინაპრების დანაშაული მათთვის არ მოეკითხა). ამ ამბის შემდეგ მედეა კოლხეთში ბრუნდება საბერძნეთიდან. გადმოაგდებს ტახტიდან აიეტის უზურპატორ ძმას, ურიგდება მედეა აიეტს, კოლხეთს ისევ უძლიერეს სამეფოდ აქცევენ და შემდეგ მედეას შვილი მედოსი აარსებს სპარსელების პირველ სახელმწიფოს - მედიის სამეფოს.
მამამ აპატია და გამოისყიდა თავისი დანაშაული იმით, რომ უზურპატორი ჩამოუგდო კოლხეთს. თან ეს ქმედება რაც მან განახორციელა და ცოდნა დასავლეთში გაიტანა, დაედო საფუძვლად დასავლურ ცივილიზაციას, ჯერ ბერძნულ ცივილიზაციას და 2000-მდე ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან ზუსტად კოლხეთიდან ამ ცოდნის გატანის შემდეგ და მერე უკვე ამ ცივილიზაციამ რომს დაუდო სათავე.
ანუ კაცობრიობისთვის დიდი რამე განხორციელდა. და არც კოლხეთი გამქრალა, პირიქით, მშვენივრად გააგრძელა არსებობა როგორც სახელმწიფომ ძვ.წ. 146 წლამდე. ამ გზით კოლხეთი გამოდის დასავლური ცივილიზაციის მამამთავარი.
2020, 27 მარტი, 0:53
კოლხი მედეა - ევროპული მედიცინის დამაარსებელი. დიდი ჯადოქარი და ჰეკატეს ქურუმი. მზე-ღმერთ ჰელიოსის შვილიშვლი.

მშობლები: კოლხეთის მეფე აიეტი და იდიია/ეიდია.

ქმარი: იასონი და ეგეოსი.

შვილები: მედუსი (ეგეოსისგან); ევრიპიდე ახსენებს ორ უსახელო შვილს, (რომელთაც მედეა ჰკლავს), სხვები მოიხსენიებენ სამ ვაჟს (თესალუსს, ალკიმენეს და ტისანდრეს) ან ორ ვაჟს (მერმერუსს და ფერესს); ან ქალ-ვაჟს (მედეიოსს და ერიოპისს).

და-ძმები: ქალკიოპე და აბსირტე (დედის და მამის მხრიდან). ლოფოსა, ეგიალეუსი და კირკე (მამის მხრიდან)
2020, 27 მარტი, 0:53
Colchian Medea - Ancient Georgian founder of the European medicine. Great sorceress and the priestess of Hecate. Granddaughter of the Sun-God Helios.

Parents: King Aeetes of Colchis and Idyia/Eidyia.

Consort: Jason and Aegeus.

Children: Medus (from Aegeus); Euripides mentions two unnamed sons (whom Medea kills), others have suggested three sons (Thessalus, Alcimenes, and Tisander); or two sons (Mermerus and Pheres) or a son and a daughter (Medeius and Eriopis).

Siblings: Chalciope and Absyrtus/Apsyrtus (From both mothers and fathers side). Iophossa, Aegialeus, Circe.
0 1 3