საზოგადოება შიშველი პირველი ლედი - მელანია ტრამპის სკანდალური ფოტოები 2018, 23 ოქტომბერი, 11:29 ყველამ ვიცით, რომ მელანია ტრამპი, ამერიკის პირველი ლედია, ის აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლეა. დონალდ ტრამპმა და მელანია კნაუსმა 2005 წელს ოფიციალურად იქორწინეს. წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar და Vanity Fair, ყველაზე დიდი პოპულარობა კი ბრიტანულმა ჟურნალმა GQ -მ მოუტანა, რომელისთვისაც მელანიამ შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ალბათ გახსოვთ ის სკანდალური ფოტოები, რომლებიც ერთ-ერთმა პრესტიჟულმა ჟურნალმა «New York Post» - მა გაასაჯაროვა, რომლებზეც მელანია შიშველი იყო და სწრაფი ტირაჟით მოედო მსოფლიოს. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ ფოტოებს და ისტორიებს, თუ სად და როდის გადაიღო პირველმა ლედიმ ისინი. ● ეს და სხვა მსგავსი ფოტოები, 1995 წელს ფრანგული გამომცემლობა «Max»-თვის იქნა გადაღებული. ● როდესაც ეს ფოტოპროექტი შედგა, მაშინ მელანია მის ამჟამინდელ მეუღლეს - ტრამპს, საერთოდ არ იცნობდა. ისინი ერთმანეთს მხოლოდ 1999 წელს შეხვდნენ. ● მელანიას ბევრი ფოტო საზოგადოებისთვის მანამ არ იყო ცნობილი, სანამ ისინი ჟურნალმა «New York Post»-მა სპეციალური სათაურით არ გაასაჯაროვა: "ასეთი პოტენციალის პირველი ლედი, აქამდე არ გინახავთ". ● ფოტოების ავტორი ფრანგი ფოტოგრაფი ალე დე ბოსევილია. ● მაშინ, როდესაც ტრამპმა მელანიას თამამი ფოტოების შესახებ შეიტყო, ამერიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ ფოტოებში სამარცხვინო არაფერია, რადგან მელანიას სრული უფლება ჰქონდა, თავისი ლამაზი სხეულის დემონსტრირება მოეხდინა. ● ტრამპმა განაცხადა, რომ მელანია დიდების მწვერვალზე მათ გაცნობამდე იყო. ● ყველაზე პროვოკაციული ფოტოსესია მელანიამ ბრიტანული ჟურნალისთვის GQ მოაწყო. 939 11-ს მოსწონს
|