x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კოსმოსის მონსტრები - ტრილიონობით შავი ხვრელი - ყველაფერი შავი ხვრელების შესახებ
კოსმოსის მონსტრები - ტრილიონობით შავი ხვრელი


თუ იქ ჩავარდებით, ვერასოდეს დაბრუნდებით უკან, დაიშლებით თავიდან ბოლომდე და გეწევათ სიკვდილი - შავი ხვრელის მიერ. ვარსკვლავებით ოდნავ განათებულ, შავ-ბნელ კოსმოსში მონსტრები დაძრწიან, რომელთაც ამ ვარსკვლავების მთლიანად შთამთქმა ძალუძთ. რაც კი ახლოს ჩაუვლით, მათ მიერ იქნებიან გადაყლაპულნი. გრავიტაცია უსასრულოა შავი ხვრელების შუაგულში იქ დრო ჩერდება, სივრცე კი მნიშვნელობას კარგავს. სამყაროში მინიმუმ 2 ტრილიონი გალაქტიკაა. ყოველ გალაქტიკას შუაგულში 1 გიგანტური შავი ხვრელი აქვს და თითოეულ ამ გალაქტიკას ამ 2 ტრილიონი გალაქტიკიდან, მილიონობით სხვა, უფრო პატარა შავი ხვრელებიც აქვს თავის შიგნით. ამ ურჩხულების გრავიტაცია იმდენად უჩვეულოა, რომ არაფერია ამაზე უფრო დამაინტრიგებელი საკვლევი თემა. ის თავად დრო-სივრცეს ანადგურებს, სრულიად უხილავია და ახლომახლო ყოველივეს შთანმთქმელი. ბოლო საუკუნეში შავი ხვრელები მათემატიკურად ნავარაუდები აგენტებიდან, ნამდვილ, ხელშესახებ არსებებად იქცნენ, ვინაიდან დამტკიცდა მათი არსებობა. ისიც გაირკვა, რომ მათ გარეშე რთულადაა წარმოსადგენი გალაქტიკების ფორმაცია. მათ ვერაფერი გაექცევა - სინათლეც კი... მილიონობით მილიონი შავი ხვრელი ბინადრობს მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში და მის გარშემოც და არაფერია, რაც ჩვენს თვალს მათი დანახვის საშუალებას მისცემს. ზოგიერთი ძალიან პატარაა, მაგრამ ზოგიც გიგანტური. დიდი შავი ხვრელების ცენტრში კი სინგულარუბა სუფევს - ეს უსასრულო სიმკვრივეა - ფიზიკის მიღებული კანონები აქ აღარ მოქმედებს... შავი ხვრელი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დაბერებულ ვარსკვლავს საწვავი ეწურება და კოლაფსირდება თავისივე მასის ქვეშ. სიმართლე ფანტასტიკაზე უფრო უცნაურია. არაფერია მათზე საშიში და უცნაური ამ სამყაროში. შავი ხვრელი - ესაა ადგილი სადაც მთავრდება მეცნიერების წვდომა და იწყება შეუცნობელი.



1) შავი ხვრელების ისტორია


2) 10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ

3) ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს

4) სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ უამრავი შავი ხვრელი იმალება

5) რა არის შავი ხვრელი? ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

6) ანდრომედას გალაქტიკის ფოტოში 2 შავი ხვრელი შემოიჭრა

7) აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე შორეული შავი ხვრელი

8) სუპერმასიურ შავ ხვრელთა ქარები მთლიანი გალაქტიკის გარემოს აყალიბებს

9) იმოგზაურეთ ირმის ნახტომის ცენტრში, შავი ხვრელის გარშემო - ნასას ვიზუალიზაცია

10) კოსმოსის უდიდესი ობიექტები შავი ხვრელებიდან გალაქტიკათა სუპერგროვებამდე

11) უცნაური მაგნიტური ველი ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც შავი ხვრელების შესახებ ვიცით

12) სფეროსებრ ვარსკვლავთგროვაში აღმოჩენილია მიძინებული შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში

13) აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე მასიური, მონსტრი შავი ხვრელები

14) შავი ხვრელების ზომების შედარება - ვიდეო, რომლის აღქმაც გონებას უჭირს

15) ირმის ნახტომის ცენტრში ათობით ათასი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

16) სამყარო სავარაუდოდ გადაჭედილია შერწყმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებით

17) აღმოჩენილია სამყაროში ყველაზე სწრაფად მზარდი მონსტრი შავი ხვრელი

18) მსოფლიოს ყველაზე დიდი ტელესკოპი ირმის ნახტომის ცენტრალურ შავ ხვრელს წარმოუდგენელ დეტალებში დააკვირდა

19) რა ხდება, როდესაც შავი ხვრელი ვარსკვლავს ჭამს

20) აღმოჩენილია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში

21) ასტრონომებმა შავი ხვრელის მიერ დაფლეთილი ვარსკვლავის ფოტოს გადაღება მოახერხეს - პირველად ისტორიაში

22) შავი ხვრელები შესაძლოა ერთმანეთს შეჯახებული ჭიის ხვრელები იყოს

23) გია დვალი - შავი ხვრელი, როგორც მეხსიერების მოწყობილობა


ასევე თუ გნებავთ, რომ გაეცნოთ დაწვრილებით ყველაფერს შავი ხვრელების შესახებ წაიკითხეთ საუკეთესო ქართული ასტრონომიული საიტის - astronet.ge -ს

სტატიების დიდი ნაკრები შავი ხვრელების შესახებ




იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
671
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
671
  
2022, 31 იანვარი, 4:41
დაკვირვებად სამყაროში დაახლოებით 40 000 000 000 000 000 000, ანუ 40 კვინტილიონი შავი ხვრელია. კოსმოსის შემადგენელი ჩვეულებრივი (ბარიონული) მატერიის 1 პროცენტი სწორედ ამ ობიექტებშია მოქცეული. ამ უჩვეულო კოსმოსური წარმონაქმნების უდიდესი ნაწილი მზეზე 20-ზე მეტჯერ მასიური ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ ფორმირდება.
0 1 1