x
image
თორ ნიკე
ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს
ზაქარია მხარგრძელი


ქობაირის მონასტერი არის უძველესი ქართული მონასტერი და კულტურის ულამაზესი ძეგლი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ლორეს რაიონში, ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. ის უყურადღებოდაა მიგდებული და ინგრევა. მას ყურადღებას არ აქცევს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და არ ეძვრის გული იმაზე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის კვალი ნადგურდება.


ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს


თავდაპირველად ქობაირის მონასტერი 1171 წელს დაარსდა. ტაშირ-ძორაგეტის სომხურ-ქართული სამეფოს მეფის - კვირიკე მეორის ასულის, მარიამის მიერ. 2 საუკუნის შემდეგ ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი და ნგრევა განიცადა. ეს კომპლექსი ცნობილია დღემდე შემორჩენილი უძველესი ქართულ-ბიზანტიურ სტილში შესრულებული ფრესკებით.



ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს


ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის - ზაქარია მხარგრძელის და მისი მთელი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ქობაირის მონასტრის შემოგარენში სხვა რამდენიმე ქართული არქიტექტურის ნაშთიც მდებარეობს, რომელიც აუცილებლადაა აღსადგენი და რომელიც დღეს მნახველებისთვის სრულიად მიუდგომელიც კია.


ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში ინგრევა და საპატრიარქო ყურადღებას არ აქცევს





იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
414
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
414
  
2018, 20 ოქტომბერი, 21:50
საპატრიარქომ ჟიპებზე უნდა იფიქროს და იდარდოს რა მათა საქმეა ეკლესია მონასტრები????
2018, 20 ოქტომბერი, 11:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2