x
image
_K_
რას ნიშნავს მაპი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
image

ნატო

ნატო ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 29 ქვეყნისაგან შემდგარი ალიანსია, რომლის მიზანს წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.


საერთაშორისო ორგანიზაცია 1949 წელს 12-მა სახელმწიფომ დააარსა. ეს ქვეყნებია: ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.


ამის შემდეგ ალიანსში 7-ჯერ მოხდა გაფართოება.


1952 წელს ორგანიზაციას შეუერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი,

1955 წელს - გერმანია,

1982 წელს - ესპანეთი,

1999 წელს - ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი.

2004 წელს ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოება მოხდა და ალიანსს შეუერთდნენ ბულგარეთი, ესტონეთი, ლიეტუვა (ლიტვა), ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

2009 წელს ორგანიზაციის წევრები გახდნენ ხორვატია და ალბანეთი.

ბოლო გაფართოება კი 2017 წელს მოხდა და ნატოს მონტენეგროც შეუერთდა.image

მაპი

1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მაპი, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება. მაპი წარმოადგენს დროში გაწერილი რეფორმების გეგმას, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. ასე რომ, 1999 წლიდან ალიანსში გაწევრიანებულ ყველა ქვეყანას ჰქონდა და შესრულებული აქვს მაპის მოთხოვნები. ამ დროისთვის მაპი მიღებული აქვს მაკედონიას (1999 წლიდან) და ბოსნიას და ჰერცოგოვინას (2010 წლიდან).

image

მაპის მოთხოვნები

ვაშინგტონის სამიტზე ასევე მიიღეს რეკომენდაციები ქვეყნებისთვის, რომლებსაც ორგანიზაციის წევრობა სურთ. ხაზგასასმელია 5 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც წევრობის მსურველ ქვეყანას მოგვარებული უნდა ჰქონდეს:


1. პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები;

2. თავდაცვისა და სამხედრო საკითხები;

3. რესურსები;

4. უსაფრთხოების საკითხები;

5. სამართლებრივი საკითხები.


წევრობის მსურველ ქვეყანას ნატო აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებიდან, თუ რომელი საკითხის გაუმჯობესებაზე მუშაობა სჭირდება ასპირანტს.image

ნატო-საქართველოს ურთიერთობები

ოფიციალური ურთიერთობა ნატოსა და საქართველოს შორის 1994 წელს დაიწყო, როცა საქართველო "პარტნიორობა მშვიდობისთვის" წევრი გახდა. ეს არის ნატოს პროექტი, რომლის მიზანი ნატოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაა. ამჟამად პროგრამაში 21 ქვეყანა მონაწილეობს.


საქართველომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ღიად განაცხადა სწრაფვა ნატოსკენ და ევროპისკენ. თუმცა, რუსეთი ამის წინააღმდეგი იყო და არ მოეწონა ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები საქართველოს ოფიციალურად დაპირდნენ, რომ ის საბოლოოდ აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. 2011 წლის დეკემბერში კი ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე, საქართველო ფორმალურად მოიხსენიეს ასპირანტ ქვეყანად.


2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.image

რატომ არის მაპი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

2015 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს განცხადება "ღია კარის" პოლიტიკასთან დაკავშირებით. მოკავშირეებმა კვლავ გამოხატეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. თუმცა, საქართველლოს ჯერ კიდევ არ აქვს მაპი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ნატოში მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილს. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატოს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი უფრო სწრაფად წავიდოდა წინ, რომ არა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომი.


ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას. 2008 წლის 19 აგვისტოს ბრიუსელში, გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად იქნა დაგმობილი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის ფედერაციის ქმედებები.


შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და საქართველო ერთობლივად არიან წარმოდგენილნი აღნიშნულ კომისიაში, 28+1 ფორმატში. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში რეგულარულად იმართება მაღალი და სამუშაო დონის სხდომები და შეხვედრები ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.


მაპის მიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას ექნება ზუსტი გეგმა, თუ რა უნდა გააუმჯობესოს ალიანსში გაწევრიანებამდე. როგორც აშშ და ევროპა გვპირდება, საქართველოს ნატოში აუცილებლად მიიღებენ, თუმცა, ალბათ, ხვდებით, რომ ქვეყანას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი აქამდე. და როცა ეს მოხდება, საქართველოს ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი - მშვიდობის გარანტია.


დღეს არსებულ ვითარებას კარგად წარმოაჩენს ქვევით მოცემული კარიკატურა.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. წელს ქართველი ხალხი ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს, ანუ რას ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია

image


2. როგორ წაგვართვეს და დაგვიბრუნეს ბათუმი

image


3. როგორ მუშაობს გაერო?

image

0
417
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0