მსოფლიო როდის და რატომ ტოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2018, 20 ოქტომბერი, 14:10 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი1967 წლის ორგანიზაცია ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (European Economic Community) დაარსდა, რომელიც ევროკავშირის წინამორბედი იყო და რომელსაც დიდი ბრიტანეთი დაფუძნებიდან 6 წელიწადში, 1973 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო, ქვეყნები ეკონომიკურად გამხდარიყვნენ ერთმანეთზე დამოკიდებულები, რაც ევროპაში კონფლიქტის წარმოშობის რისკს შეამცირებდა.წლების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა. 1992 წელს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მაასტრიხტის ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ევროკავშირი (European Union) შეიქმნა 1993 წელს. 9 წლის შემდეგ შეიქმნა საერთო ვალუტა - ევრო, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ სახელმწიფო ფულად აღიარა. ასევე, შეიქმნა შენგენის ზონა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საპასპორტო შემოწმების გარეშე გადავიდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში, იმოგზაურონ და იმუშაონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა როგორც ევროს მიღებაზე თქვა უარი, ასევე არ სარგებლობს შენგენის ზონის უპირატესობებითაც. რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში2016 წლის 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა საკითხზე, უნდა დაეტოვებინა თუ არა ქვეყანას ევროკავშირი. ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ხალხი ევროკავშირში დარჩენას გადაწყვეტდა, მაგრამ რეფერენდუმის შედეგმა ყველა გააოცა - მოსახლეობის თითქმის 52%-მა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.შემდეგი პროცედურებიდიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ჯერ არ გასულა. ორგანიზაციის სრულად დატოვებამდე ბევრ რამეზე მოლაპარაკებაა საჭირო, მაგალითად ვაჭრობისა და მიგრაციის საკითხებზე. ოფიციალური პროცედურები 2017 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთმა აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით. აუცილებელია, ევროკავშირის დარჩენილი 27-ვე სახელმწიფო დაეთანხმოს ბრიტანეთის გასვლას ორგანიზაციიდან. ქვეყანა ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს დატოვებს ევროკავშირს, მანამდე კი რჩება ორგანიზაციის წევრად, აქვს იმავე უფლებები და მოვალეობები, მაგრამ არ შეუძლია ხმის მიცემა.რატომ მიიღო მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება?დღეისთვის ზუსტად არავინ იცის, რას შედეგებს მოუტანს დიდი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს. რეფერენდუმამდე ბევრს ეგონა, რომ ქვეყანა ევროკავშირს არ დატოვებდა, მაგრამ შეცდნენ.თუმცა, არსებობს აშკარა მიზეზები, რატომაც შეიძლებოდა მოსახლეობას ეს გადაწყვეტილება მიეღო. ხაზგასასმელია მათგან ორი მთავარი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორგანიზაციას ყოველწლიურ გადასახადს უხდიან. ბრიტანეთისთვის ამ გადასახადმა 12 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ თანხის საშინაო საქმეებზე დახარჯვა ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის, ამიტომ ყოველწლიური გადასახადის ფაქტორს ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს ბრიტანელების გადაწყვეტილებაში. მოერე მნიშვნელოვანი მიზეზი იმიგრაციის ფაქტორია. ლონდონი ევროპის ფინანსური დედაქალაქია და სხვა ეროვნების მრავალი წარმომადგენელი მუშაობს არა მარტო ლონდონში, არამედ მთელ ბრიტანეთში. ევროკავშირის წესების მიხედვით, წევრმა ქვეყანამ ხელი არ უნდა შეუშალოს თავისუფალ გადაადგილებას და მიიღოს მიგრანტები. დადგენილია, რომ ამ კანონის გამო ბრიტანეთში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მაინც ჩავიდა სამუშაოდ და დარჩა საცხოვრებლად, რაც ქვეყნისთვის, თავისთავად, პრობლემას წარმოადგენს. სავარაუდოდ, 2019 წლიდან ბრიტანეთის ეკონომიკა გაიზრდება და მოსახლეობა უკეთესი პირობებით იცხოვრებს. დიდი ბრიტანეთი აქამდეც არ სარგებლობდა ევროსა და შენგენის ზონის შესაძლებლობებით, იხდიდა ყოველწლიურ გადასახადს და იღებდა მიგრანტებს, ამიტომაც, მას ბევრი ნამდვილად არ აქვს დასაკარგი. თუმცა მაინც, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბრიტანეთის მოსახლეობამ, ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვაჩვენებს. ასევე დაგაინტერესებთ:1. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ 2. 14 ქვეყანა, რომელსაც განადგურება ემუქრება 3. წელს ქართველი ხალხი ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს, ანუ რას ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია 130 4-ს მოსწონს
|