27 წლის პოტუგალიელი ლამაზმანი სილამაზის 6 საიდუმლოს გვიმხელს
რა შეიძლება ვისწავლოთ სარა სამპაიოსგან? ყოველდღიური თმის დაბანვა - '' ჩემს თმას ორი რამ სჭირდება, კარგი ვარცხნილობა
და კარგი ბალზამი. მთელი დღის განმავლობაში ბევრს ვმუშაობ და როცა სახლში
ვბრუნდები, თავში ბევრი პროდუქტი მაქვს ჩარჩენილი. ეს პროდუქტები კანს
მიზიანებს, არასდროს ვწვები დასაძინებლად თმის დაბანის გარეშე
თუ გამონაკლისი გაქვთ, და გეზარებათ მშრალი შამპუნი იხმარეთ. ''
სხეულის მოვლა - '' მიყვარს მასაჟები. ზოგადად, დასტრესილი ადამიანი ვარ და
კისერში წყლული მიჩნდება, რისთვისაც მასაჟს მივმართავ. ეს არარის მხოლოდ
რელაქსისთვის მე პირადად მტკივნეულად განვიცდი. მაგრამ ბოლოს თავს
ისე ვგრძნობ, თითქოს ახალი სხეული მაქვს, ამიტომაც აიტანეთ ტკივილი. ''ჩრდილი მაკიაჟში - '' ძალიან მიყვარს ჩრდილები. არა მარტო წვეულებებზე, არამედ
უბრალოდ სახლიდან გასვლისასაც ვიყენებ მას. თუ საფუძვლიანი მაკიაჟისთვის
დრო არ გვაქვს, უბრალოდ ჩრდილი დაიმატეთ ლოყაზე ან თვალზე
ეს შენს სახეს ანათებს და საუკეთესო რამეა. '' არასდროს გამოიყურებოდე წვეულებებზე, ერთნაირად - '' რაც წითელ ხალიჩაზე
გამოსვლაში მიყვარს, მრავალფეროვნებაა. სტილი მუდამ უნდა შეიცვალო!
ხანდახან თმას ვიხვევ, ხანდახან კი ვიკრავ. თუ დრო არ გაქვს მოსამზადებლად
სჯობს უბრალოობა ამჯობინო. ''
სილამაზის რუტინის სეზონური ცვალებადობა - '' ზამთარში თავის მოვლა
ყველას ეზარება, მათ შორის ვარ მეც და ამისთვის ზაფხულში ვმოქმედებ.
სხეულის დატენიანებას სწორედ ზაფხულში მიმართეთ, ასევე თმას
ყოველთვის ვიჭრი და მზისგან დამცავ საშუალებას ვისმევ. '' თმის ზეთის ყოველდღიური მოხმარება - '' დაბანის შემდეგ ის აუცილებელია!
და ნურც მოგზაურობისას გაექცევით მას, ატარეთ თან. ''