საქართველო
პუტინმა ატომურ ომზე კომენტარი გააკეთა: "ისინი უბრალოდ მოკვდებიან"
2018, 19 ოქტომბერი, 12:54
პუტინმა ატომურ ომზე კომენტარი გააკეთა: "ისინი უბრალოდ მოკვდებიან"
საერთაშორისო დისკუსიების კლუბში, "Валдай"-ში საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი იკავებს "შეკავების" პოზიციას. "ჩვენი კონცეფცია არის პასუხი შემხვედრ დარტყმაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ ბირთვული იარაღი გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ პოტენციური აგრესორი აპირებს ჩვენ ტერიტორიაზე თავდასხმას." - განაცხადა პუტინმა.
"აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ შურისძიება გამოუვალია, რომ ის განადგურებული იქნება. და ჩვენ, როგორც აგრესიის მსხვერპლნი, როგორც წამებულნი სამოთხეში მოვხვდებით, ისინი კი უბრალოდ მოკვდებიან, რადგან მონანიებასაც ვერ მოასწრებენ." - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
"ჩვენ არავისთან და არსად არ ვაპირებთ წასვლას, ჩვენ უდიდესი ტერიტორია გვაქვს და არაფერი არ გვჭირდება. ასე იყო ყოველთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ თავდაჯერებულად და წყნარად ვგრძნობთ თავს." - დასძინა პუტინმა..
იხილეთ ასევე: