x
image
თორ ნიკე
ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ
ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ


"როდესაც პოლიტიკაში ჩავერთეთ, ჩვენი სახელები არავინ იცოდა. ჩვენს რიგებში უმრავლესობას ჯარისკაცები წარმოადგენდნენ, რომლებიც ომიდან მრისხანებით ან იმედგაცრუებით აღვსილნი დაბრუნდნენ. ტანჯვისა და უიმედობის პერიოდი დაიწყო. უამრავმა ადამიანმა ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე, ბევრიც ვეღარ ხედავდა ცხოვრების გაგრძელების სურვილს. თანაბარი უფლებების აღარანაირი იმედი არსებობდა. მასთან ერთად გერმანელი ხალხის თავისუფლების იმედიც დაიკარგა. და ამ დროს ჩვენი ბრძოლა დაიწყო. ეს იყო წმინდა ბრძოლა და ეს იყო ყველაფრის წინააღმდეგ.


როდესაც ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი, ჩემმა საუკეთესო მეგობრებმაც კი ზურგი მაქციეს. მათ არ ესმოდათ თუ რატომ მოუნდა ერთ ჩვეულებრვი კაცს მსოფლიო რეალობის შეცვლა. ისინი ამბობდნენ: "რა უნდა ამ საწყალს, მას არც ფული აქვს, არც სახელი, თან ერთი გაზეთიც კი არ უმაგრებს ზურგს. მას არ გააჩნია პარტია და ყველაფერი მის წინააღმდეგაა. მას ყველაფრის წინააღმდეგ სურს ბრძოლა, ის ებრძვის მუშებსაც და ასევე პროლეტარებსაც, ებრძვის დემოკრატიას და ასევე ავტორიტარიზმსაც. მას სურს ებრძოლოს ყველა დამკვიდრებულ რელიგიასაც. მას სურს ებრძოლოს კაპიტალს და სავაჭრო გაერთიანებებსაც, არაფერია ისეთი, რასთან ბრძოლაც ამ კაცს არ უნდა. მას სურს შექმნას ახალი სახელმწიფო და ახალი საზოგადოება და ამ დროს ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს გვერდით. ის ერთი გადარეული კაცია, რომელსაც უნდა მარტო შეებრძოლოს ყველას და ყველგან.


ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ



ეს ბრძოლა საერთოდ არ იყო მარტივი. ყველაფრის მიუხედავად, პატარა გამარჯვებებმა თავი იჩინა. გამარჯვებამ გაჩუმების წინააღმდეგ, დაცინვის, მოგვიანებით კი ტყუილების და ცილისწამების წინააღმდეგ, საბოლოოდ კი ტერორის. ახალგაზრდა მოძრაობამ თავის დამკვიდრება დაიწყო, თქვენ კი ამ ყოველივეს მოესწარით და თქვენც იგივეს გრძნობდით - ჩვენ ძალაუფლებას აუცილებლად მოვიპოვებდით გერმანიაში.


რაც ჩვენ საუკეთესოდ დაგვახასიათებს - ეს არის პრინციპების იდეალურად დაცვა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ასეთი სახელმწიფო სამუდამოდ ვერ იარსებებდა. მისი ჩანაცვლება უბრალოდ დროის საკითხი იყო. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ასევე ჩვენი ხალხის უკვდავების რწმენა გახლავთ. ხალხი, რომელიც აუცილებლად დაიღუპებოდა, თუ იგივე სახელმწიფოში განაგრძობდა არსებობას.


ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა


არ აღიქვათ ეს დროშები, როგორც ჩვეულებრივი სიმბოლო, არამედ აღიქვით, როგორც ლეგენდარული მოვალეობა. ასობით ადამიანი დაიღუპა მისთვის. ათობით ათასი დასახიჩრდა. ათობით ათასმა დაკარგა სამსახური და კარიერა, მაგრამ მათმა ასეთმა ერთგულებამ ეს დროშები ოპოზიციის დროშის ნაცვლად, რაიხის დროშად აქცია. დაე, ზეცა იყოს ჩვენი მოწმე. ჩვენი ერის ვალი მოხდილია! სამართალი აღდგენილია! სირცხვილი ჩამორეცხილია! ნოემბრის კრიმინალები დასჯილნი არიან და მათი რეჟიმი დასრულებულია. დღეგრძელი იყოს ჩვენი მოძრაობა, დღეგრძელი იყოს გერმანელი ერი, დღეგრძელი იყოს ჩვენი გერმანული რაიხი! დიდება გამარჯვებას!"




განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
370
2-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
370
  
2020, 21 თებერვალი, 6:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 თებერვალი, 7:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 აპრილი, 8:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 იანვარი, 1:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4