x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"იუსტიციის მარგალიტები"- ანუ იუსტიციის სახლში გაგონილი სასაცილო ფრაზები
იუსტიციის სახლი — ერთი სახლი, ერთი შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო მომსახურებების დიდი უმრავლესობა. ის თავის თავში აერთიანებს: ნოტარიუსთა პალატის, საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრის, ეროვნული არქივისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებებს. მისი მიზანია იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება. ამჟამად, იუსტიციის სახლში შესაძლებელია 400-მდე მომსახურებით სარგებლობა ერთ სივრცეში.


image



საქართველოს იუსტიციის სახლებში გაგონილი ფრაზები, რომლებიც გაგახალისებთ




image


თბილისის იუსტიციის სახლიდან:




- ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
- ამონაგდების ამოღება მინდა
- გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე?
- მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა)
- მესამე საერო სივრცეში მინდა
- მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
- ეს ნომერი მე გადამახტა
- ბავშვის მიდრეკა მინდა (დაბ. მოწმობა)
- მზა პროდუქციის გატანა მინდა
- სოციალისტური დახმარება მინდა
- ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
- ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
- საქალაქთაშორისო პასპორტის გაკეთება მინდა
- ოსმალეთში მინდა გადასვლა
- სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
- თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
- შეყრა-გაყრა აქ სადაა?
- პირადობის პასპორტი მინდა
- პირველი ხელის მოწერა უფასოა?
- მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ.




ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან:


- კატარღის ცნობა მინდა - (ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა)
- დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი მინდა - (ინდ. მეწარმეობის განახლება)
- ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა - (ცხელი ხაზი)
- უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
- ლაითი ბარათი მინდა ავიღო - (ID ბარათი)
- გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა - (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ)
- ბავშვის ასლი მინდა - (განმეორებითი დაბ. მოწმობა)




რუსთავის იუსტიციის სახლიდან:


- უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა)
- ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია)
- ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება)
- გეომეტრიული სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი)
- უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
- მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
- პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
- ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
- კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
- უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)
- რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ.
- აქ მიჩვენებს რომ ჯავახიშვილი ხართ.
- ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან.
- (დახლთან) ბოლო ვინ არის?
- მობრძანდით (გაიწია)
- დაგელოდებით
- მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები.
-თქვენ ატელიეში გადაღებულ ფოტოში არ მომწონს ჩემი თავი და რა სურათსაც მოგიტანთ ის ჩამიკარით.
- ჯავშანი მადევს და როგორ ავიხსნა?? (იგულისხმება ყადაღა)




image

4
310
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
310
  
2018, 19 ოქტომბერი, 19:43
ინგლისელი სტუმარი გვყავს და გვკითხა რა გაცინებთ ასე გულიანადო, ნაწილი მე და ნაწილი ბატონმა თემურმა გადავუთარგმნეთ და არც მისტერ გრეგს დადგომია კარგი დღე, იმდენი იცინა )))
2018, 19 ოქტომბერი, 17:50
გაიხარეთ შენც და უფროსმაც :))
2018, 19 ოქტომბერი, 16:42
მაგარია, კარგად ვიხალისეთ მე და უფროსმა :))))
0 1 4