მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
1. სასარგებლოა კანისთვის.
კანის უდიდესი ნაწილი, დღის განმავლობაში დაფარულია ტანსაცმლით, თუმცა მას სჭირდება ჰაერის ნაკადი, რადგანაც როდესაც კანი სუნთქავს, მისი განახლების პროცესი უფრო
ეფქტურად მიმდინარეობს. ღამით ეძლევა თავისუფლება თითოეულ უჯრედს, რაც კანის დაავადებების (განსაკუთრებით სოკოვანი დაავადებების) პროფილაქტიკაა.
2. იმუნიტეტის გაძლიერება.
სამოსის გარეშე ძილისას, სხეულის უფრო დაბალი ტემპერატურა და კანი-კანზე კონტაქტი, აქვეითებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამომუშავებას, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე. გარდა ამისა, ამგვარი კონტაქტისას გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც არტერიული წნევის ნორმალიზაციასა და ჭრილობების შეხორცებაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
3. სასქესო სისტემის ორგანოების დაავადებების პროფილაქტიკა.
მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასქესო ორგანობი არ იყოს ტანსაცმლით შემჭიდროებული და ჩახურებული. საძინებელში გრილი ჰაერი და შიშველი ძილის ჩვევა, სასქესო დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს და აუმჯობესებს სპერმის ხარისხს.
ქალებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელვანია ამგვარი პირობები სასქესო ორგნოების სოკოვანი დაავადებების, მაგალითად, რძიანას პროფილაქტიკისთვის. ბაქტერიები სწრაფად მრავლდება თბილ, ნესტიან და დახშულ გარემოში
პიჟამოში ძილი ზრდის ცისტიტის განვითარების რისკს: პიჟამოს შარვალი აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწლავის ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს ურეთრაში და გამოიწვიოს ცისტიტის მუდმივი რეციდივები.
4. უფრო კარგი ძილი.
თეთრეული და ტანსაცმელი, რაც არ უნდა მოხერხებული იყოს, ძილის დროს აწვება კანს და აღიზიანებს მას. გრძელი საღამურები და ფართე პიჟამოები უნდა გავისწორეთ გვერდზე ყოველი გადაბრუნების შემდეგ.
5. პარტნიორთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც შიშველ ძილს ანიჭებდნენ უპირატესობას, გაცილებით უფრო ხშირად იყვნენ ურთიერთობებით კმაყოფილები და ბედნიერები