სხვა ავიაშოუმ ავსტრალიაში ქალაქის მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო(ვიდეო) 2018, 16 ოქტომბერი, 18:20 ![]() ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალებმა(RAAF)შუა ქალაქში მოაწყვეს ექსტრემალური ავიაშოუ, რითაც სერიოზულად შეაშფოთეს ქალაქ ბრიზბენის მაცხოვრებლები. სამხედრო-სატვირთო Boeing C-17-მა შეასრულა რამდენიმე ეფექტური, საკმაოდ სახიფათო მანევრი, როდესაც გიგანტური ლაინერი ცათამბჯენებს შუა დაფრინავდა, მაცხოვრებლებს უმალ გაახსენდათ 2001 წლის 11 სექტემბერი, უკანასკნელ წამებში შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ხომალდი ეს ესაა შეასკდება ცათამბჯენს. ![]() "ერთი მცირე შეცდომა და ცათამბჯენი შიგ მცხოვრები ხალხიანად დანახშირდებოდა"-წერდნენ სოციალურ ქსელში შეშინებული მოქალაქეები. არანაკლები სახიფათო მანევრები შეასრულა ავიაგამანადგურებელმა Boeing - Super Hornet-მა. 342 7-ს მოსწონს
|