ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჰაკერები პორნოს მოყვარულებს ფულს სძალავენ 2018, 15 ოქტომბერი, 8:05
დიდ ბრიტანეთში რამდენიმე მოქალაქე გახდა ჰაკერი-შანტაჟისტის მსხვერპლი, ისინი იმუქრებოდნენ, რომ გაავრცელებდნენ პირად ვიდეოჩანაწერს მათი მონაწილეობით. როგორც BleepingCompute იუწყება, დამნაშავეებმა რამდენიმე ათასი დოლარის ხელში ჩაგდება მოახერხეს.
გამომძალველებმა მომხმარებლების ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნეს მუქარის შემცველი წერილები, სადაც ეწერა, რომ მისი კომპიუტერი გატეხილია. ჰაკერები ამტკიცებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ჩანაწერი ვებ-კამერიდან, სადაც ჩანს იუზერი, რომ პორნოსაიტს უყურებს. ვინც წამოეგებოდა ანკესზე, შეთავაზება იყო, გადაეხადათ ბიტკოინებში. ორ დღეში(10-11 ოქტომბერს) შანტაჟისტებმა ჩაიჯიბეს 2, 3 ათასი დოლარი, ჯერჯერობით კიბერდამნაშავეების შესახებ არაფერია ცნობილი, ხოლო მათი "მოღვაწეობა" შეწყდა. ადრე ჰაკერთა ჯგუფმა იდენტური მეთოდით ჰოლანადიაში მოსახლეობისგან 40 ათასი ევროს გამოძალვა მოახერხეს. ამა წლის აგვისტოში ჰაკერებმა ფიასკო განიცადეს, როდესაც ცდილობდნენ 82 წლის პიარის ოსტატისგან, ედ ეისენისგან(Ed Eisen) 7 ათასი დოლარის გამოძალვას. ჰაკერები მოხუცს ემუქრებოდნენ, რომ აქვთ ვებ-კამერის ვიდეოჩანაწერი და ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ჩანაწერს ნათესავებს და მეგობრებს გაუგზავნიდნენ, აგრამ ეისენმა მშვიდად განუცხადა, რომ იგი საერთოდ არ უყურებს პორნოფილმებს. 188 6-ს მოსწონს
|