ისტორია ქრისტიანული რიტუალები და შუცშტაფელი SS 2018, 14 ოქტომბერი, 12:15 შუცშტაფელს ("SS") ეკრძალებოდა ნებისმიერ ქრისტიანულ რელიგიურ ცერემონიაში მონაწილეობა და მათ ასევე მოუწოდებდნენ გაეწყვიტათ კავშირი ეკლესიასთან. შობის ნაცვლად ზეიმობდნენ ზამთრის ყველაზე გრძელ ღამეს. 1939 წლიდან სიტყვა "შობის" ხსენება აკრძალული იყო "SS"_ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტში. ასევე ზეიმობდნენ ზაფხულის ყველაზე გრძელ დღეს. ეს ცერემონიები ტარდებოდა ძველებური წესით, საკრალური ცეცხლის თანხლებითა და ჩირაღდნებით განათებული პროცესიებით. საქორწინო და ნათლობის რიტუალები შეცვლილი იქნა "SS"_ის წარმართული რიტუალებით და თანდათან მთელი საეკლესიო მსახურება წარმართული მსახურებით შეიცვალა. "ნაციზმის სახელმძღვანელო", რომელიც ომის წლებში გამოიცემოდა, აღსავსეა წარმართული იდეოლოგიით და ანტიქრისტიანული განწყობით. "SS"_ის ოფიცრებმა დაიკავეს ქრისტიანი მღვდლების ადგილი საქორწინო ცერემონიებში, ნათლობებისა და დაკრძალვების დროს. ქრისტიან მღვდლებსა და ხელმძღვანელებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ. სახელმძღვანელო, რომელსაც ეწოდებოდა - "SS"_ის პროცედურა საოჯახო ზეიმების გასამართავად", გამოცემული იქნა "SS"_ის წევრი ქალებისა და კაცებისათვის. მასში მოცემული იყო წლის ძირითადი 8 წარმართული დღესასწაული. ჰიმლერი ოცნებობდა, "SS"_ის საფუძველზე შეექმნა ახალი რელიგია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა წარმართულ ელემენტებზე, რაც მას უძველესი ინდოეთისა და ევროპის საწყის, არიულ რელიგიად მიაჩნდა. გერმანიაში ბევრისთვის არ იყო ცნობილი რომ მედიტაცია "SS"_ისთვის ყოველდღიურ მოთხოვნას წარმოადგენდა. ჰიმლერმა გახსნა ოკულტიზმის სკოლა ბერლინში და "SS"_ სა და "გესტაპოს" მრავალი მაღალჩინოსანი ვალდებული იყო გაევლო კურსები მედიტაციაში, ტრანსცენდენტალიზმსა და მაგიაში. სწორედ ამ გარემოებიდან დაიბადა ჰიმლერის ორგანიზაცია "ანენერბე" - ნაცისტური ოკულტისტური ბიურო. "ანენერბე" აერთიანებდა ცნობილი ინგლისელი მაგის, ალისტერ კროულის ფსევდო ტამპლიერულ ორდენს, "ვრილის", "თულეს" და "SS"_ის შავ ორდენს. 112 1-ს მოსწონს
|