ტექნოლოგიური სიახლეები ჩინელმა სექსუალურმა გოგონამ დაამტკიცა,რომ თაღლითი არ არის 2018, 14 ოქტომბერი, 10:38
ინჟინერ გოგონას სახელად ნაომი ვუს ბრალი თაღლითობა დააბრალეს, ინტერნეტმომხმარებლებს ამტკიცებდნენ, რომ ყველა მისი გამოგონება ან ხელმარჯვე ოსტატობა სინამდვილეში ვუს ბოიფრენდის ნახელავია, ხოლო თვითონ მხოლოდ ამბასადორია, მაგრამ სექსუალურმა გოგონამ არა მარტო დაამტკიცა, რომ კარგად ერკვევა მაღალ ტექნოლოგიებში, არამედ სახალხოდ ერთ ადგილზე მოსვა მისი ყველა კრიტიკოსი, როდესაც YouTube -ზე განათავსა ვიდეორგოლი.
ნაომი ვუს შენჯენიდან(სამხრეთ ჩინეთი) ახლა მთელი მსოფლიო იცნობს, გოგონამ ინტერნეტქსელში სახელი გაითქვა 3D ბეჭვდით აპარატული უზრუნველყოფის სფეროში. გოგონამ პირველი პოპულარობა 2015 წელს მოიპოვა, როდესაც გამოიგონა დიოდებით მანათობელი ქვედაბოლო, ვიდეომ უმალ მოიპოვა პოპულარობა პორტალ Reddit-ზე. ამის შემდეგ ნაომი ვუ საკუთარ გამოგონებებს სოციალურ ქსელში "სექსი -კიბორგის"(SexyCyborg) ფსევდონიმით აქვეყნებს. ამის შემდეგ YouTube-ზე ხელისმოწერთა რიცხვი 140 000-მდე გაიზარდა, იგი გახდა ცნობილი, იშვიათად, რომ მისმა ვიდეომ მილიონი ნახვა ვერ დააგროვოს, თუმცა ბევრი დაეჭვდა, მის ტალანტში და კეთილსინდისიერებაში. "ვუ-ე არის ონლაინ-პერსონაჟი, მისი ბოიფრენდის შექმნილი, რომელიც არის გამოცდილი ინჟინერ-ელექტრიკოსი, ხოლო მეგობარ გოგონას იყენებს მხოლოდ საკუთარი ნაწარმის მხარდასაჭერად."-ასეთი ხასიათის კომენტარები ახლდა მის ვიდეოებს. ხოლო ზოგი მიიჩნევდა, რომ ნაომი რეალური არაა და საერთოდ ფეიკი პიროვნებაა.
662 5-ს მოსწონს
|